https://sputnik-georgia.com/20220725/klinika-vivamedis-direqtorma-saakashvilis-janmrteloba-sheapasa-268861165.html
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა სააკაშვილის მდგომარეობა შეაფასა
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა სააკაშვილის მდგომარეობა შეაფასა
Sputnik საქართველო
სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აცხადებენ მედიკოსები. 25.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-25T19:37+0400
2022-07-25T19:37+0400
2022-07-25T21:22+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636551_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_cfd1a59e96b42983eaad9a842b47833d.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული, დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.სააკაშვილი დღემდე თბილისის კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, სადაც ის 12 მაისს რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული ბოლო რამდენიმე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.მისი თქმით, ექიმებმა კოლონოსკოპიის ჩატარება იმის გამო გადაწყვიტეს, რომ სააკაშვილი მუცლის არეში ყრუ ტკივილებს უჩივის.კოლონოსკოპიის დროს ექიმი ენდოსკოპის დახმარებით ათვალიერებს და აფასებს მსხვილი ნაწლავის შიდა ზედაპირის მდგომარეობას. კოლონოსკოპია საშუალებას იძლევა მოხდეს ვიზუალურად დიაგნოსტირება ისეთი დაავადებების, როგორიცაა წყლულების წარმოქმნა, პოლიპები და ა.შ.ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად გაუარესდა, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264636551_47:0:1186:854_1920x0_80_0_0_c9f04ce18910df9866d2494a438b5545.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა სააკაშვილის მდგომარეობა შეაფასა
19:37 25.07.2022 (განახლებულია: 21:22 25.07.2022) სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აცხადებენ მედიკოსები.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდებული, დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
სააკაშვილი დღემდე თბილისის კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, სადაც ის 12 მაისს რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული ბოლო რამდენიმე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
„დღეს დაგეგმილი იყო კიდევ ერთი კვლევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემოწმება და ის უკვე ჩატარებულია, პაციენტი ამ დროისთვის პალატაშია მოთავსებული“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
მისი თქმით, ექიმებმა კოლონოსკოპიის ჩატარება იმის გამო გადაწყვიტეს, რომ სააკაშვილი მუცლის არეში ყრუ ტკივილებს უჩივის.
კოლონოსკოპიის დროს ექიმი ენდოსკოპის დახმარებით ათვალიერებს და აფასებს მსხვილი ნაწლავის შიდა ზედაპირის მდგომარეობას. კოლონოსკოპია საშუალებას იძლევა მოხდეს ვიზუალურად დიაგნოსტირება ისეთი დაავადებების, როგორიცაა წყლულების წარმოქმნა, პოლიპები და ა.შ.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად გაუარესდა, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.