https://sputnik-georgia.com/20220725/jandacvis-saministro-aragadamdebi-daavadebebis-prevenciaze-mushaobs-268862294.html
ჯანდაცვის სამინისტრო არაგადამდები დაავადებების პრევენციაზე მუშაობს
ჯანდაცვის სამინისტრო არაგადამდები დაავადებების პრევენციაზე მუშაობს
Sputnik საქართველო
საქართველოში ჯანმოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში სიკვდილიანობის 90% არაგადამდები დაავადებებითა და მათთან დაკავშირებული... 25.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-25T20:50+0400
2022-07-25T20:50+0400
2022-07-25T21:34+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/04/249357583_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_596eda48a7f3c3eb42e1eb6cb311fe7d.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა და ჯანდაცვის სამინისტრომ არაგადამდებ დაავადებათა ეროვნული სტრატეგიის პრევენციისა და კონტროლის გეგმის პროექტები განიხილეს.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არაგადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პრევენციული პროგრამები განვითარდეს.მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა მიეძღვნა არაგადამდები დაავადებების დატვირთვის შეფასებას ეკონომიკაზე. გაბუნიას თქმით, კვლევის თანახმად, მხოლოდ 2019 წელს ამ მიმართულებით ხარჯებმა 3 მლრდ ლარს მიაღწია.საქართველოში ჯანმოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ სილვიო დომენტეს განცხადებით, საქართველოში სიკვდილიანობის 90% არაგადამდები დაავადებებითა და მათთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორებით არის გამოწვეული. როგორც დომენტემ აღნიშნა, ამის გამო ეკონომიკური ზემოქმედება ძალზე დიდია.„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ COVID-19-ის პირობებში ვცხოვრობთ და პანდემია არ დასრულებულა, ჩვენ ვმუშაობთ არაგადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორების შემუშავებაზე. მოგეხსენებათ, საქართველოში სიკვდილიანობის 90% სწორედ არაგადამდები დაავადებებითაა გამოწვეული. ეს არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, დიაბეტი, აგრეთვე არაჯანსაღი ცხოვრების წესი“, – აღნიშნა დომენტემ.დოკუმენტი შემუშავდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში, რომელიც, საქართველოს გარდა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ხუთ ქვეყანაში ხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/04/249357583_241:0:2972:2048_1920x0_80_0_0_857d3b6f6b94b2609210d808167921f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტრო არაგადამდები დაავადებების პრევენციაზე მუშაობს
20:50 25.07.2022 (განახლებულია: 21:34 25.07.2022) საქართველოში ჯანმოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში სიკვდილიანობის 90% არაგადამდები დაავადებებითა და მათთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორებითაა გამოწვეული.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა და ჯანდაცვის სამინისტრომ არაგადამდებ დაავადებათა ეროვნული სტრატეგიის პრევენციისა და კონტროლის გეგმის პროექტები განიხილეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არაგადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პრევენციული პროგრამები განვითარდეს.
„არაგადამდები დაავადებები, მათ შორის გულის დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ქმნის ყველაზე დიდ ტვირთს როგორც ავადობის, ასევე გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებს შორის“, – განაცხადა გაბუნიამ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა მიეძღვნა არაგადამდები დაავადებების დატვირთვის შეფასებას ეკონომიკაზე. გაბუნიას თქმით, კვლევის თანახმად, მხოლოდ 2019 წელს ამ მიმართულებით ხარჯებმა 3 მლრდ ლარს მიაღწია.
საქართველოში ჯანმოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ სილვიო დომენტეს განცხადებით, საქართველოში სიკვდილიანობის 90% არაგადამდები დაავადებებითა და მათთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორებით არის გამოწვეული. როგორც დომენტემ აღნიშნა, ამის გამო ეკონომიკური ზემოქმედება ძალზე დიდია.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ COVID-19-ის პირობებში ვცხოვრობთ და პანდემია არ დასრულებულა, ჩვენ ვმუშაობთ არაგადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორების შემუშავებაზე. მოგეხსენებათ, საქართველოში სიკვდილიანობის 90% სწორედ არაგადამდები დაავადებებითაა გამოწვეული. ეს არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, დიაბეტი, აგრეთვე არაჯანსაღი ცხოვრების წესი“, – აღნიშნა დომენტემ.
დოკუმენტი შემუშავდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში, რომელიც, საქართველოს გარდა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ხუთ ქვეყანაში ხორციელდება.