https://sputnik-georgia.com/20220725/depolarizacia-mmartveli-partia-opozicias-akritikebs-268857249.html
დეპოლარიზაცია და ევროკავშირის სხვა პირობები: მმართველი პარტია ოპოზიციას აკრიტიკებს
დეპოლარიზაცია და ევროკავშირის სხვა პირობები: მმართველი პარტია ოპოზიციას აკრიტიკებს
Sputnik საქართველო
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს. 25.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-25T18:17+0400
2022-07-25T18:17+0400
2022-07-25T20:59+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_0:53:3000:1741_1920x0_80_0_0_6a3c8a2f9e145389684c2032aa229abf.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ოპოზიციის პარალელური მუშაობა ევროკავშირის 12 პირობის შესრულებაზე ამოვარდა საკონსტიტუციო ფორმატიდან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.ოპოზიციურმა პარტია „სტრატეგია აღმაშენებელმა" 25 ივლისიდან ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით მმართველი პარტიისგან დამოუკიდებლად სამუშაო შეხვედრები დაიწყო საპარლამენტო ოპოზიციასთან, ფრაქციების წარმომადგენლებთან, დამოუკიდებელ დეპუტატებთან, არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან. მას შეუერთდნენ „ლელო საქართველოსთვის" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".ვიცე-სპიკერის თქმით, ოპოზიციას ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა არ გამოუვიდა, ამიტომ კონსტიტუციის ჩარჩოებში სამუშაო პროცესში მონაწილეობა მათთვის ერთგვარი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.„რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც რევოლუცია ჰქვია, ჩაფლავდა. ამ ჩაფლავების შემდეგ კი მოსალოდნელი იყო, რომ უარს იტყოდნენ საპარლამენტო ფორმატებში მუშაობაზე. ეს არის პოლარიზაციის, დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობა", – განაცხადა ვოლსკიმ.პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს.რა შემთხვევაში აღმოიფხვრება პოლარიზაცია საქართველოში: ირაკლი კობახიძის რეცეპტი>>„გაუგებარია, როგორ შეიძლება, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში ხმების 1/3 არა აქვს, რაღაც პროცესი დაიწყოს მაშინ, როცა მმართველი პარტიის მიერ უკვე დაწყებულია პროცესი, სადაც ჩართული არიან სხვა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. ეს ყველაფერი არის უბადრუკი მცდელობა იმისა, რომ იმ სამუშაო პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელსაც ხელისუფლება ეწევა", – განაცხადა სამხარაძემ.დეპუტატის თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატებმა, რომლებიც საქართველოს რამდენიმე დღის წინ ესტუმრნენ, მკაფიოდ განაცხადეს, რომ ოპოზიცია უნდა შეუერთდეს „ქართული ოცნების" მიერ დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფებს.საპარლამენტო ოპოზიცია ევროკავშირის პირობების შესასრულებლად სამუშაო შეხვედრებს იწყებს>>„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის პირობების შესრულების საკუთარი გეგმა 1 ივლისს გამოაცხადა. ამ ეტაპზე გათვალისწინებულია შესაბამის კანონპროექტებზე მუშაობა საპარლამენტო კომისიებში. ამ ფორმატში მუშაობაზე უარი თქვეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", „სტრატეგია აღმაშენებელმა" და „ლელომ".ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, მათ შორის, საქართველო მიაღწევს დეპოლარიზაციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_50c87ee335440434c6fea0ce346637a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
დეპოლარიზაცია და ევროკავშირის სხვა პირობები: მმართველი პარტია ოპოზიციას აკრიტიკებს
18:17 25.07.2022 (განახლებულია: 20:59 25.07.2022) პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ოპოზიციის პარალელური მუშაობა ევროკავშირის 12 პირობის შესრულებაზე ამოვარდა საკონსტიტუციო ფორმატიდან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
ოპოზიციურმა პარტია „სტრატეგია აღმაშენებელმა" 25 ივლისიდან ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით მმართველი პარტიისგან დამოუკიდებლად სამუშაო შეხვედრები დაიწყო საპარლამენტო ოპოზიციასთან, ფრაქციების წარმომადგენლებთან, დამოუკიდებელ დეპუტატებთან, არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან. მას შეუერთდნენ „ლელო საქართველოსთვის" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
„ოპოზიციის მხრიდან წარმოებული პარალელური პროცესი საკონსტიტუციო ფორმატიდან ამოვარდნილია. თუ ვინმეს მიმართ უნდობლობა შეიძლება გამოიხატოს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მუდმივად რადიკალიზმს, დესტაბილიზაციასა და რევოლუციური პროცესების განვითარებას ცდილობს", – განაცხადა ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერის თქმით, ოპოზიციას ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა არ გამოუვიდა, ამიტომ კონსტიტუციის ჩარჩოებში სამუშაო პროცესში მონაწილეობა მათთვის ერთგვარი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
„რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც რევოლუცია ჰქვია, ჩაფლავდა. ამ ჩაფლავების შემდეგ კი მოსალოდნელი იყო, რომ უარს იტყოდნენ საპარლამენტო ფორმატებში მუშაობაზე. ეს არის პოლარიზაციის, დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობა", – განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს.
„გაუგებარია, როგორ შეიძლება, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში ხმების 1/3 არა აქვს, რაღაც პროცესი დაიწყოს მაშინ, როცა მმართველი პარტიის მიერ უკვე დაწყებულია პროცესი, სადაც ჩართული არიან სხვა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. ეს ყველაფერი არის უბადრუკი მცდელობა იმისა, რომ იმ სამუშაო პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელსაც ხელისუფლება ეწევა", – განაცხადა სამხარაძემ.
დეპუტატის თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატებმა, რომლებიც საქართველოს რამდენიმე დღის წინ ესტუმრნენ, მკაფიოდ განაცხადეს, რომ ოპოზიცია უნდა შეუერთდეს „ქართული ოცნების" მიერ დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფებს.
„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის პირობების შესრულების საკუთარი გეგმა 1 ივლისს გამოაცხადა. ამ ეტაპზე გათვალისწინებულია შესაბამის კანონპროექტებზე მუშაობა საპარლამენტო კომისიებში. ამ ფორმატში მუშაობაზე უარი თქვეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", „სტრატეგია აღმაშენებელმა" და „ლელომ".
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, მათ შორის, საქართველო მიაღწევს დეპოლარიზაციას.