https://sputnik-georgia.com/20220725/araxamia-qartvel-politikosebs-sanqciebit-emuqreba-268861512.html
არახამია ქართველ პოლიტიკოსებს სანქციებით ემუქრება - მმართველი პარტიის განმარტება
არახამია ქართველ პოლიტიკოსებს სანქციებით ემუქრება - მმართველი პარტიის განმარტება
Sputnik საქართველო
ვოლსკის შეფასებით, დავით არახამია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არა თუ გაფუჭდეს, არამედ რადიკალური დაპირისპირების... 25.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-25T20:12+0400
2022-07-25T20:12+0400
2022-07-25T21:28+0400
საქართველო
უკრაინა
პოლიტიკა
ქართული ოცნება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_0:53:3000:1741_1920x0_80_0_0_6a3c8a2f9e145389684c2032aa229abf.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. დავით არახამია ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ყველა ფორმატიდან ამოვარდნილია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.გუშინ უკრაინელმა დეპუტატმა, მმართველი პარტია „სლუგა ნაროდას“ („ხალხის მსახური“) ლიდერმა დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები ფრთხილად უნდა იყვნენ და ტონი შეარჩიონ, რადგანაც სანქციები შეიძლება დაწესდეს არა მარტო ბიძინა ივანიშვილის, არამედ მათ წინააღმდეგაც.როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობა სანქციებს არახამიას მოწოდებით არ აწესებს.„დავით არახამიას შეძახილით, მისი გაფრთხილებით ან ლოიალობით სანქციები არც წესდება და არც მისი პრევენცია ხდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.დავით არახამია საკუთარ გამოსვლებში არაერთხელ შეეხო მმართველი პარტიის დამაარსებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თემას.კერძოდ, მან აშშ-ის და ევროკავშირის ხელმძღვანელობას სთხოვა სანქციების დაწესება ივანიშვილის მიმართ, რომელიც უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შეადარა.გარდა ამისა, არახამია საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ რუსული კომპანიები ქართულ ორგანიზაციებს საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებისთვის იყენებენ. თუმცა ამ ბრალდებების მტკიცებულება არ დაფიქსირებულა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511691_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_50c87ee335440434c6fea0ce346637a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
არახამია ქართველ პოლიტიკოსებს სანქციებით ემუქრება - მმართველი პარტიის განმარტება
20:12 25.07.2022 (განახლებულია: 21:28 25.07.2022) ვოლსკის შეფასებით, დავით არახამია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არა თუ გაფუჭდეს, არამედ რადიკალური დაპირისპირების ფორმატში მოექცეს.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. დავით არახამია ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ყველა ფორმატიდან ამოვარდნილია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
გუშინ უკრაინელმა დეპუტატმა, მმართველი პარტია „სლუგა ნაროდას“ („ხალხის მსახური“) ლიდერმა დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები ფრთხილად უნდა იყვნენ და ტონი შეარჩიონ, რადგანაც სანქციები შეიძლება დაწესდეს არა მარტო ბიძინა ივანიშვილის, არამედ მათ წინააღმდეგაც.
„არახამია ამოვარდნილია ყველანაირი ფორმატიდან, რასაც ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და უკრაინის ინტერესები ჰქვია. არახამია სწორედ იმას ახმოვანებს, რაც ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობა სანქციებს არახამიას მოწოდებით არ აწესებს.
„დავით არახამიას შეძახილით, მისი გაფრთხილებით ან ლოიალობით სანქციები არც წესდება და არც მისი პრევენცია ხდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დავით არახამია საკუთარ გამოსვლებში არაერთხელ შეეხო მმართველი პარტიის დამაარსებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თემას.
კერძოდ, მან აშშ-ის და ევროკავშირის ხელმძღვანელობას სთხოვა სანქციების დაწესება ივანიშვილის მიმართ, რომელიც უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შეადარა.
გარდა ამისა, არახამია საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ რუსული კომპანიები ქართულ ორგანიზაციებს საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებისთვის იყენებენ. თუმცა ამ ბრალდებების მტკიცებულება არ დაფიქსირებულა.