https://sputnik-georgia.com/20220725/-espaneti-andaluzia-maimunis-yvavili-268845041.html
ტატუ-სალონში მაიმუნის ყვავილით 12 ადამიანი დაინფიცირდა: დაიწყო ეპიდემიოლოგიური გამოძიება
ტატუ-სალონში მაიმუნის ყვავილით 12 ადამიანი დაინფიცირდა: დაიწყო ეპიდემიოლოგიური გამოძიება
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სილამაზის სალონში, რომელიც პირსინგის, მიკროპიგმენტაციისა და ტატუს კეთებითაა დაკავებული, მაიმუნის ყვავილით 12 ადამიანი... 25.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-25T12:38+0400
2022-07-25T12:38+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო დღეს
ესპანეთი
მაიმუნის ყვავილი
მსოფლიოს ახალი ამბები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268811115_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_651e9313a1891382aac5452a0602fdce.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სილამაზის სალონში, რომელიც პირსინგის, მიკროპიგმენტაციისა და ტატუს კეთებითაა დაკავებული, მაიმუნის ყვავილით 12 ადამიანი დაინფიცირდა, იუწყება Europa Press-ი. საუბარია ესპანეთის ქალაქ სან-ფერნანდოში (ანდალუზია) მდებარე სალონზე, რომელიც შესაბამისი ინსპექტირების შემდეგ დაკეტეს. ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური გამოძიება დაიწყო. პარალელურად იძებნებიან ის ადამიანებიც, რომლებსაც დაავადებულებთან კონტაქტი ჰქონდათ.ამასთან ჯანდაცვის სამინისტრომ გააფრთხილა სილამაზის სალონები, დაიცვან პირსინგისა და ტატუს კეთების წესები, რათა „ამან საფრთხე არ შეუქმნას არც კლიენტებს და არც თავად სალონების თანამშრომლებს“.როგორც ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, ამ დროისათვის მხოლოდ ანდალუზიაში მაიმუნის ყვავილის 273 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი, კიდევ 58 შემთხვევა კი გამოძიების პროცესშია.გასულ შაბათს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მაიმუნის ყვავილი საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს დაავადება ზომიერ რისკს უქმნის მსოფლიოს ყველა რეგიონს, გარდა ევროპისა, სადაც რისკი მაღალია.წყარო: Europa Press
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268811115_23:0:2752:2047_1920x0_80_0_0_e17f079b7c8d8440217cd9edb1664505.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ესპანეთი , მაიმუნის ყვავილი, მსოფლიოს ახალი ამბები, ექიმის რჩევები
ესპანეთი , მაიმუნის ყვავილი, მსოფლიოს ახალი ამბები, ექიმის რჩევები
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სილამაზის სალონში, რომელიც პირსინგის, მიკროპიგმენტაციისა და ტატუს კეთებითაა დაკავებული, მაიმუნის ყვავილით 12 ადამიანი დაინფიცირდა, იუწყება Europa Press-ი.
საუბარია ესპანეთის ქალაქ სან-ფერნანდოში (ანდალუზია) მდებარე სალონზე, რომელიც შესაბამისი ინსპექტირების შემდეგ დაკეტეს.
ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური გამოძიება დაიწყო. პარალელურად იძებნებიან ის ადამიანებიც, რომლებსაც დაავადებულებთან კონტაქტი ჰქონდათ.
ამასთან ჯანდაცვის სამინისტრომ გააფრთხილა სილამაზის სალონები, დაიცვან პირსინგისა და ტატუს კეთების წესები, რათა „ამან საფრთხე არ შეუქმნას არც კლიენტებს და არც თავად სალონების თანამშრომლებს“.
როგორც ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, ამ დროისათვის მხოლოდ ანდალუზიაში მაიმუნის ყვავილის 273 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი, კიდევ 58 შემთხვევა კი გამოძიების პროცესშია.
გასულ შაბათს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მაიმუნის ყვავილი საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს დაავადება ზომიერ რისკს უქმნის მსოფლიოს ყველა რეგიონს, გარდა ევროპისა, სადაც რისკი მაღალია.