ტოჩინოშინმა ზაფხულის ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა

© courtesy of Caucasus Universityლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი
ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2022
გამოწერა
წინა შეხვედრების შთამბეჭდავი პირადი ანგარიშის (6:0) მიუხედავად, ქართველი სუმოისტი დამარცხდა მეტოქესთან
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირზე ბოლო ბრძოლაში დამარცხდა და დადებით ბალანსს დაემშვიდობა.
ტურნირის დასკვნით დღეს გორგაძე აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა იუტაკაიამას შეხვდა.
ტოჩინოშინის მსგავსად, მის მეტოქეს ნაგოია ბაშოზე თეთრი და შავი ბურთულების თანაბარი რაოდენობა ჰქონდა - შვიდი გამარჯვება და შვიდი წაგება.
რაც შეეხება პირად შეხვედრებს სუმოისტებს შორის, აქ უდავო უპირატესობა გორგაძეს ჰქონდა - ექვსი მოგება და არცერთი მარცხი. მაგრამ ტურნირის ბოლო დღეს იუტაკაიამა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
ნაგოია ბაშოზე იმპერატორის თასის მფლობელი იოკოძუნა ტერენოფუძი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0