თბილისში კლინიკიდან გაწერილი 42 წლის პაციენტი დაიკარგა

© photo: Sputnikსანაპირო თბილისში
სანაპირო თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2022
გამოწერა
პაციენტის ახლობლების განცხადებით, მამაკაცი 40 დღეზე მეტია არ გამოჩენილა.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. თბილისში ერთ-ერთი კლინიკიდან გაწერილ 42 წლის ვალერი ხუციშვილს თვეზე მეტია ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტი, რომელსაც ჰალუცინაციები ჰქონდა, „ამერიკული ჰოსპიტლიდან“ ოჯახის ინფორმირების გარეშე გაწერეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ მტკვრის სანაპიროზე ჩავიდა, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.
პაციენტის ოჯახის მტკიცებით, პოლიცია დაკარგული მამაკაცის საქმეზე გულგრილობას იჩენს, საქმის გამომძიებელი კი მის ახლობლებს მედიასთან კონტაქტს უკრძალავს.
წყარო - ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
ყველა ახალი ამბავი
0