https://sputnik-georgia.com/20220724/sursatis-saagento-uamindobis-miuxedavad-farosanas-winaarmdeg-brzola-grzeldeba-268832854.html
სურსათის სააგენტო: უამინდობის მიუხედავად ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება
სურსათის სააგენტო: უამინდობის მიუხედავად ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს, თხილისა და სიმინდის მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად, აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
2022-07-24T18:00+0400
2022-07-24T18:00+0400
2022-07-24T18:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
სურსათის ეროვნული სააგენტო
აზიური ფაროსანა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/15/249028310_1:0:1000:562_1920x0_80_0_0_fd3fe31a9b081e51114a0ffa142e1bb1.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს უამინდობის პირობებში ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით მუდმივად ხორციელდება. ამისე შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ბოლო კვირების განმავლობაში უამინდობის მიუხედავად, როცა ფართობებში სპეციალიზებული ტექნიკის შესვლა და მუშაობა შესაძლებელია, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად ტარდება.ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში მცირემოცულობიანი და თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია დაახლოებით 33 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. სულ განთავსებულია 22 ათასამდე სპეციალური სადგური.აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/15/249028310_126:0:875:562_1920x0_80_0_0_d241f73a22b1d10710057795b5fe4a16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სურსათის სააგენტო უამინდობა ფაროსანა ბრძოლა დამუშავება
სურსათის სააგენტო უამინდობა ფაროსანა ბრძოლა დამუშავება
სურსათის სააგენტო: უამინდობის მიუხედავად ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება
18:00 24.07.2022 (განახლებულია: 18:02 24.07.2022) სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს, თხილისა და სიმინდის მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად, აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს უამინდობის პირობებში ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით მუდმივად ხორციელდება. ამისე შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ბოლო კვირების განმავლობაში უამინდობის მიუხედავად, როცა ფართობებში სპეციალიზებული ტექნიკის შესვლა და მუშაობა შესაძლებელია, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად ტარდება.
„ფართობები თერმული ნისლითა და ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. ფაროსანასთან ბრძოლისას გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც ასევე ეფექტურია მცენარეთა სხვა მავნებლების (სიმინდის ხვატარი, სიმინდის ფარვანა, ბუგრები) საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში მცირემოცულობიანი და თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია დაახლოებით 33 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. სულ განთავსებულია 22 ათასამდე სპეციალური სადგური.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.
2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.