საქართველოში გამთენიისას მიწისძვრა მოხდა

CC BY-SA 2.0 / Ken Lund / Seismographsსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2022
გამოწერა
ბიძგები თბილისის დროით 05:49 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 9 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ბიძგები თბილისის დროით 05:49 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 9 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
11 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მიმდებარე ტერიტორიაზე 50 მიწისძვრა დაფიქსირდა.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.

ყველა ახალი ამბავი
0