საქართველოს თავდაცვის ძალებმა სამცხე-ჯავახეთში სწავლება გამართეს

© Ministry of Defence of Georgiaსაქართველოს თავდაცვის ძალების სწავლება
საქართველოს თავდაცვის ძალების სწავლება - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2022
გამოწერა
გეგმიური საველე სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე ჯავშანსატანკო ბატალიონის სწავლება ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, სწავლება იყო ორიენტირებული მეორე ქვეითი ბრიგადის, 21-ე ჯავშანსატანკო ბატალიონის, მოტორიზებული ასეულის ათეულის დონის მომზადება-შეფასებაზე.
© Сourtesy of Ministry of Defence of Georgiaსაქართველოს თავდაცვის ძალების სწავლება
Учения Сил обороны Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2022
საქართველოს თავდაცვის ძალების სწავლება
წვრთნების დასკვნით ფაზას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
გეგმიური საველე წვრთნები ორი კვირის განმავლობაში ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობდა. პირველი კვირა საბრძოლო ტექნიკით ეკიპაჟებისა და დესანტის საცეცხლე მომზადებას ითვალისწინებდა.
© Сourtesy of Ministry of Defence of Georgiaსაქართველოს თავდაცვის ძალების სწავლება
Учения Сил обороны Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2022
საქართველოს თავდაცვის ძალების სწავლება
მეორე კვირა ტაქტიკურ სწავლებას დაეთმო, რაც საბრძოლო სროლებით დასრულდა. მხარდამჭერ ელემენტებს 82 და 120 მმ ნაღმტყორცნები და საინჟინრო ჯგუფები წარმოადგენდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების მიზანი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, ჯავშანტექნიკის, ეკიპაჟებისა და დესანტის შერწყმა, ასევე, მხარდამჭერ ქვედანაყოფებთან კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.
© Сourtesy of Ministry of Defence of Georgiaსაქართველოს თავდაცვის ძალების სწავლება
Учения Сил обороны Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2022
საქართველოს თავდაცვის ძალების სწავლება
წყარო - თავდაცვის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0