https://sputnik-georgia.com/20220724/saqartvelos-mtavroba-fermerebs-bioproduqciis-warmoebasi-daexmareba-268818276.html
საქართველოს მთავრობა ფერმერებს ბიოპროდუქციის წარმოებაში დაეხმარება
საქართველოს მთავრობა ფერმერებს ბიოპროდუქციის წარმოებაში დაეხმარება
Sputnik საქართველო
იმ მეწარმეებს, რომლებსაც ბიოწარმოების დაწყება სურთ, ფინანსურ დახმარებას სოფლის განვითარების სააგენტო გაუწევს.
2022-07-24T11:30+0400
2022-07-24T11:30+0400
2022-07-24T11:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1b/266929406_0:158:2048:1310_1920x0_80_0_0_0635e654d95ebea43e78768d4a0de034.jpg
თბილისი, 24 ივლისი— Sputnik. საქართველოს მთავრობა ბიოწარმოების მხარდასაჭერად 2022 წელს 300 ათას ლარს გამოყოფს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.ბიოწარმოების განვითარება საქართველოში მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან როგორც ქვეყანაში, ისე მთელს მსოფლიოში ორგანულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება.საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში მიიღო დადგენილება „ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“.პროგრამის მიხედვით, იმ მეწარმეებს, რომლებსაც ბიოწარმოების დაწყება სურთ, ფინანსურ დახმარებას სოფლის განვითარების სააგენტო გაუწევს. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი.ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს არაორგანულიდან ორგანულ მიწათმოქმედებაზე გადასვლას, რაც მოიცავს ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანული სასუქების და/ან მავნებლების საწინააღმდეგო ბიოპრეპარატების ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების შესაძენად, თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მიღებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.პროგრამის მიხედვით, ბიოწარმოების სერტიფიცირებისთვის ან/და საკონსულტაციო მომსახურებისთვის ან/და თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზისთვის კონვერსიის პერიოდში გაწეული ხარჯის ანაზღაურება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე სააგენტოს მიერ განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, არაუმეტეს 7000 ლარით, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 4000 ლარით.მევენახეობის შემთხვევაში, გაწეული ხარჯის ანაზღაურება სააგენტოს მიერ 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 5100 ლარის ოდენობით, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2900 ლარის ოდენობით.საფუტკრე მეურნეობის შემთხვევაში, ბიოპრეპარატებისთვის და ბიოფიჭის შესაძენად გაწეული ხარჯების ანაზღაურება განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ ერთ სკაზე არაუმეტეს 50 ლარისა და ჯამურად არაუმეტეს 5100 ლარის ოდენობით. თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება − არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ ერთ სკაზე არაუმეტეს 25 ლარისა და ჯამურად არაუმეტეს 2900 ლარის ოდენობით.წყარო - საკანონმდებლო მაცნე
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1b/266929406_50:107:1725:1364_1920x0_80_0_0_2dfdca1f446210c2160ab8fff6d3a829.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო მთავრობა ფერმერები ბიოპროდუქცია ბიოწარმოება დახმარება სააგენტო ოთარ შამუგია
საქართველო მთავრობა ფერმერები ბიოპროდუქცია ბიოწარმოება დახმარება სააგენტო ოთარ შამუგია
საქართველოს მთავრობა ფერმერებს ბიოპროდუქციის წარმოებაში დაეხმარება
იმ მეწარმეებს, რომლებსაც ბიოწარმოების დაწყება სურთ, ფინანსურ დახმარებას სოფლის განვითარების სააგენტო გაუწევს.
თბილისი, 24 ივლისი— Sputnik. საქართველოს მთავრობა ბიოწარმოების მხარდასაჭერად 2022 წელს 300 ათას ლარს გამოყოფს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
ბიოწარმოების განვითარება საქართველოში მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან როგორც ქვეყანაში, ისე მთელს მსოფლიოში ორგანულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება.
„მიმდინარე წლის ბიუჯეტი 300 ათას ლარს შეადგენს... ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე დიდი თანხის საჭიროება არ იქნება. თუ იქნება მოთხოვნა, ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ მოთხოვნა გაიზრდება, თუ საჭირო იქნება, მზად ვართ წელს დამატებითი სახსრები მოვიზიდოთ“, - განუცხადა შამუგიამ ჟურნალისტებს.
საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში მიიღო დადგენილება „ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“.
პროგრამის მიხედვით, იმ მეწარმეებს, რომლებსაც ბიოწარმოების დაწყება სურთ, ფინანსურ დახმარებას სოფლის განვითარების სააგენტო გაუწევს. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი.
ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს არაორგანულიდან ორგანულ მიწათმოქმედებაზე გადასვლას, რაც მოიცავს ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანული სასუქების და/ან მავნებლების საწინააღმდეგო ბიოპრეპარატების ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების შესაძენად, თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მიღებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.
პროგრამის მიხედვით, ბიოწარმოების სერტიფიცირებისთვის ან/და საკონსულტაციო მომსახურებისთვის ან/და თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზისთვის კონვერსიის პერიოდში გაწეული ხარჯის ანაზღაურება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე სააგენტოს მიერ განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, არაუმეტეს 7000 ლარით, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 4000 ლარით.
მევენახეობის შემთხვევაში, გაწეული ხარჯის ანაზღაურება სააგენტოს მიერ 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 5100 ლარის ოდენობით, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2900 ლარის ოდენობით.
საფუტკრე მეურნეობის შემთხვევაში, ბიოპრეპარატებისთვის და ბიოფიჭის შესაძენად გაწეული ხარჯების ანაზღაურება განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ ერთ სკაზე არაუმეტეს 50 ლარისა და ჯამურად არაუმეტეს 5100 ლარის ოდენობით. თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება − არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ ერთ სკაზე არაუმეტეს 25 ლარისა და ჯამურად არაუმეტეს 2900 ლარის ოდენობით.