https://sputnik-georgia.com/20220724/qartvel-moragbeebs-semodgomaze-rtuli-test-matcebi-elis-268835844.html
ქართველ მორაგბეებს შემოდგომაზე რთული ტესტ-მატჩები ელის
ქართველ მორაგბეებს შემოდგომაზე რთული ტესტ-მატჩები ელის
Sputnik საქართველო
იტალიასთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ხმამაღალი განაცხადი გააკეთა, მაგრამ გუნდს ძალიან რთული თამაშები ელის, განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა
2022-07-24T23:29+0400
2022-07-24T23:29+0400
2022-07-25T08:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/11/268586346_0:0:1393:784_1920x0_80_0_0_519f14ce5c87ba6006424027ca781de5.jpg
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომაზე სამ ტესტ-მატჩს გამართავს - ორს საშინაო სტადიონზე, მესამეს კი გასვლაზე უელსში, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.სამივე თამაში ნოემბერში შედგება: 6 ნოემბერს საქართველო ურუგვაის უმასპინძლებს, 12 ნოემბერს „ბორჯღალოსნებს“ სამოას გუნდი ესტუმრება, ხოლო 19 ნოემბერს ბოლო ტესტ-მატჩი უელსის წინააღმდეგ კარდიფში გაიმართება.მისი თქმით, იტალიაზე გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ხმამაღალი განაცხადი გააკეთა, მაგრამ გუნდს წინ რთული თამაშები ელის.„შემოდგომის ტესტები კიდევ ერთხელ ადასტურებს მსოფლიო რაგბის მხრიდან ჩვენს მიმართ ყურადღებას. სამი ურთულესი თამაში გველოდება, მით უმეტეს უელსთან, რომელსაც გასვლაზე ვეთამაშებით. ყველამ იცის რა ძალას წარმოადგენენ დღევანდელ რაგბში ურუგვაი და სამოა“, - განაცხადა ტყემალაძემ.რაგბის კავშირის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რომელ ქალაქებში გაიმართება საქართველოს ნაკრების საშინაო მატჩები.რაც შეეხება დასრულებულ საზაფხულო ტესტ-მატჩებს, საქართველოს ნაკრებმა ორი გამარჯვება მოიპოვა - იტალიასა და პორტუგალიასთან, და ერთხელ წააგო - არგენტინის ნაკრებთან.წყარო - საქართველოს რაგბის კავშირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/11/268586346_62:0:1299:928_1920x0_80_0_0_ad00743411d83cf5cf702cb247131f27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართველი მორაგბეები შემოდგომა რთული ტესტ-მატჩები სოსო ტყემალაძე
ქართველი მორაგბეები შემოდგომა რთული ტესტ-მატჩები სოსო ტყემალაძე
ქართველ მორაგბეებს შემოდგომაზე რთული ტესტ-მატჩები ელის
23:29 24.07.2022 (განახლებულია: 08:39 25.07.2022) იტალიასთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ხმამაღალი განაცხადი გააკეთა, მაგრამ გუნდს ძალიან რთული თამაშები ელის, განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომაზე სამ ტესტ-მატჩს გამართავს - ორს საშინაო სტადიონზე, მესამეს კი გასვლაზე უელსში, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.
სამივე თამაში ნოემბერში შედგება: 6 ნოემბერს საქართველო ურუგვაის უმასპინძლებს, 12 ნოემბერს „ბორჯღალოსნებს“ სამოას გუნდი ესტუმრება, ხოლო 19 ნოემბერს ბოლო ტესტ-მატჩი უელსის წინააღმდეგ კარდიფში გაიმართება.
„სამწვრთნელო შტაბი 2-3 კვირა დაისვენებს და შეუდგება მზადებას შემოდგომის ტესტებისთვის. უახლოეს პერიოდში მოვიწვევთ პრესკონფერენციას, სადაც მწვრთნელები ისაუბრებენ 2023 წლის მსოფლიო თასის მოლოდინებზე“ – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ.
მისი თქმით, იტალიაზე გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ხმამაღალი განაცხადი გააკეთა, მაგრამ გუნდს წინ რთული თამაშები ელის.
„შემოდგომის ტესტები კიდევ ერთხელ ადასტურებს მსოფლიო რაგბის მხრიდან ჩვენს მიმართ ყურადღებას. სამი ურთულესი თამაში გველოდება, მით უმეტეს უელსთან, რომელსაც გასვლაზე ვეთამაშებით. ყველამ იცის რა ძალას წარმოადგენენ დღევანდელ რაგბში ურუგვაი და სამოა“, - განაცხადა ტყემალაძემ.
რაგბის კავშირის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რომელ ქალაქებში გაიმართება საქართველოს ნაკრების საშინაო მატჩები.
რაც შეეხება დასრულებულ საზაფხულო ტესტ-მატჩებს, საქართველოს ნაკრებმა ორი გამარჯვება მოიპოვა - იტალიასა და პორტუგალიასთან, და ერთხელ წააგო - არგენტინის ნაკრებთან.