პოლიციამ მანქანის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2022
გამოწერა
პოლიცია ვარკეთილში საეჭვო ავტომობილით შაბათს დაინტერესდა, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია სისხლის კვალის შესახებ
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. თბილისში სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 21 წლის მამაკაცი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიების მიხედვით, 23 ივლისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა სხვის სარგებლობაში არსებული ავტომობილი დააზიანა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებული ავტომანქანა სახელმწიფოს ბალანსზე არის აღრიცხული და ერთ-ერთ უწყებას ეკუთვნის.
პოლიცია საეჭვო მანქანით დაინტერესდა: ვარკეთილში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება >>
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187- ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://police.ge/ge/politsiam-skhvisi-nivtis-dazianebis-braldebit-erti-piri-daakava/15362
ყველა ახალი ამბავი
0