https://sputnik-georgia.com/20220724/mkvleloba-wylis-gamo-gorsi-70-wlamde-qalma-tanasofleli-mokla-268825298.html
მკვლელობა წყლის გამო: გორში 70 წლამდე ქალმა მეზობელი მოკლა
მკვლელობა წყლის გამო: გორში 70 წლამდე ქალმა მეზობელი მოკლა
Sputnik საქართველო
მკვლელობას წინ მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კამათი უძღოდა.
2022-07-24T13:30+0400
2022-07-24T13:30+0400
2022-07-24T13:31+0400
ახალი ამბები
ქართლი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251564102_1195:204:4126:1853_1920x0_80_0_0_a7edf15f70a440cb7339f64a6ecd6585.jpg
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. შიდა ქართლში ასაკოვანმა ქალმა 33 წლის მამაკაცი მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კამათი უძღოდა.კონფლიქტი სარწყავ არხს უკავშირდებოდა. 70 წლამდე ასაკის ქალმა მამაკაცს ბლაგვი საგნით თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.სავარაუდო ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1a/251564102_1593:197:3801:1853_1920x0_80_0_0_9811c86155c621eeef7a6be92421b7e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მკვლელობა წყალი არხი გორი სოფელი კარბი 70 წლამდე ქალი მეზობელი
მკვლელობა წყალი არხი გორი სოფელი კარბი 70 წლამდე ქალი მეზობელი
მკვლელობა წყლის გამო: გორში 70 წლამდე ქალმა მეზობელი მოკლა
13:30 24.07.2022 (განახლებულია: 13:31 24.07.2022) მკვლელობას წინ მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კამათი უძღოდა.
თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. შიდა ქართლში ასაკოვანმა ქალმა 33 წლის მამაკაცი მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კამათი უძღოდა.
კონფლიქტი სარწყავ არხს უკავშირდებოდა. 70 წლამდე ასაკის ქალმა მამაკაცს ბლაგვი საგნით თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სავარაუდო ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.