https://sputnik-georgia.com/20220724/lavrovi-moskovi-ar-itxovs-dasavletisgan-sanqciebis-moxsnas-268833166.html
ლავროვი: მოსკოვი არ ითხოვს დასავლეთისგან სანქციების მოხსნას
ლავროვი: მოსკოვი არ ითხოვს დასავლეთისგან სანქციების მოხსნას
Sputnik საქართველო
გაერომ სასურსათო გარიგების ფარგლებში უნდა მიაღწიოს იმ არალეგიტიმური სანქციების მოხსნას, რომლებიც რუსული მარცვლეულის ექსპორტს კრძალავდა, განაცხადა ლავროვმა
2022-07-24T18:29+0400
2022-07-24T18:29+0400
2022-07-24T18:29+0400
რუსეთი
ეკონომიკა
გაერო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268831192_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_dc5fdb6647eb3e9a48d87ca645c7df89.jpg
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. მოსკოვი არ ითხოვს დასავლეთისგან სანქციების მოხსნას, მაგრამ სურსათის თემასთან დაკავშირებით მან მის მიერვე შექმნილი პრობლემები უნდა მოხსნას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ას-სისის და საგარეო საქმეთა მინისტრ სამეხ შუქრის შეხვდა.მისი თქმით, რუსეთი ელოდება, რომ გაერო სასურსათო გარიგების ფარგლებში მიაღწევს იმ არალეგიტიმური სანქციების მოხსნას, რომლებიც რუსული მარცვლეულის ექსპორტს კრძალავდა.„დღევანდელ პირობებში უნდა მოიხსნას ის არალეგიტიმური სანქციები, რომლებიც დაწესდა და კრძალავდა ოპერაციებს რუსულ მარცვალთან, დაზღვევის, ჩვენი გემების უცხოურ პორტებში და უცხოური გემების ჩვენს პორტებში შესვლის ჩათვლით“, - განაცხადა ლავროვმა.მან აღნიშნა, რომ სტამბულში შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოიჩინა ინიციატივა, რომ ამ არალეგიტიმური სანქციების მოხსნაზე იზრუნებდა.გუტერეში: სტამბულში მარცვლეულის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი მალე ამუშავდება >>„ვიქონიოთ იმედი, რომ მას ეს გამოუვა“, - განაცხადა ლავროვმა.მან აღნიშნა, რომ მოსკოვი არ დათანხმდებოდა სასურსათო გარიგებას იმ შემთხვევაში, რუსული პროდუქციის ექსპორტის განბლოკვის საკითხი რომ არ მოგვარებულიყო.მრავალმხრივი შეთანხმებები რუსული პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის და რუსეთის მხრიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ სტამბულში პარასკევს გაფორმდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268831192_261:0:2992:2048_1920x0_80_0_0_157b1d72825745f153a4e7ec3c81fd0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სერგეი ლავროვი მოსკოვი დასავლეთი სანქციები მოხსნა სასურსათო გარიგება
სერგეი ლავროვი მოსკოვი დასავლეთი სანქციები მოხსნა სასურსათო გარიგება
ლავროვი: მოსკოვი არ ითხოვს დასავლეთისგან სანქციების მოხსნას
გაერომ სასურსათო გარიგების ფარგლებში უნდა მიაღწიოს იმ არალეგიტიმური სანქციების მოხსნას, რომლებიც რუსული მარცვლეულის ექსპორტს კრძალავდა, განაცხადა ლავროვმა
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. მოსკოვი არ ითხოვს დასავლეთისგან სანქციების მოხსნას, მაგრამ სურსათის თემასთან დაკავშირებით მან მის მიერვე შექმნილი პრობლემები უნდა მოხსნას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ას-სისის და საგარეო საქმეთა მინისტრ სამეხ შუქრის შეხვდა.
„ჩვენ არ ვითხოვთ სანქციების მოხსნას - ეს ის პრობლემებია, რომლებიც ცალკე ყურადღების საგანია. ჩვენ უბრალოდ ამიერიდან განვავითარებთ ჩვენს ეკონომიკას საიმედო პარტნიორებზე და არა მათზე დაყრდნობით, ვინც კიდევ ერთხელ აჩვენა უუნარობა მოლაპარაკებების კუთხით“, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე ქაიროში.
მისი თქმით, რუსეთი ელოდება, რომ გაერო სასურსათო გარიგების ფარგლებში მიაღწევს იმ არალეგიტიმური სანქციების მოხსნას, რომლებიც რუსული მარცვლეულის ექსპორტს კრძალავდა.
„დღევანდელ პირობებში უნდა მოიხსნას ის არალეგიტიმური სანქციები, რომლებიც დაწესდა და კრძალავდა ოპერაციებს რუსულ მარცვალთან, დაზღვევის, ჩვენი გემების უცხოურ პორტებში და უცხოური გემების ჩვენს პორტებში შესვლის ჩათვლით“, - განაცხადა ლავროვმა.
მან აღნიშნა, რომ სტამბულში შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოიჩინა ინიციატივა, რომ ამ არალეგიტიმური სანქციების მოხსნაზე იზრუნებდა.
„ვიქონიოთ იმედი, რომ მას ეს გამოუვა“, - განაცხადა ლავროვმა.
მან აღნიშნა, რომ მოსკოვი არ დათანხმდებოდა სასურსათო გარიგებას იმ შემთხვევაში, რუსული პროდუქციის ექსპორტის განბლოკვის საკითხი რომ არ მოგვარებულიყო.
მრავალმხრივი შეთანხმებები რუსული პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის და რუსეთის მხრიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ სტამბულში პარასკევს გაფორმდა.