https://sputnik-georgia.com/20220724/daundobeli-sicxe-anomalurad-maralma-temperaturam-evropasi-asobit-adamiani-imsxverpla-268831529.html
დაუნდობელი სიცხე - ანომალურად მაღალმა ტემპერატურამ ევროპაში ასობით ადამიანი იმსხვერპლა
დაუნდობელი სიცხე - ანომალურად მაღალმა ტემპერატურამ ევროპაში ასობით ადამიანი იმსხვერპლა
Sputnik საქართველო
საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის კონტინენტური ნაწილის 96 დეპარტამენტიდან 88-ში წყლის მოხმარებაზე შეზღუდვები დააწესა.
2022-07-24T16:54+0400
2022-07-24T16:54+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
საფრანგეთი
საბერძნეთი
ესპანეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268813295_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_06e9f5a37b98cc2a210f51347a44caa7.jpg
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. პორტუგალიასა და ესპანეთში სიცხეს სულ მცირე 1700 ადამიანი ემსხვერპლა, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს განცხადებაში, რომელიც პარასკევს სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.როგორც კლუგემ აღნიშნა, ის შეშფოთებულია იმის გამო, რომ ტყის ხანძრები ახლა ღრმა ჩრდილოეთითაც კი ხდება, მაგალითად სკანდინავიაში. ხოლო ლონდონში ამ კვირაში ხანძრებმა 41 სახლი გაანადგურა.საფრანგეთის ხელისუფლებამ ძლიერი სიცხისა და გვალვის გამო ქვეყნის კონტინენტური ნაწილის 96 დეპარტამენტიდან 88-ში წყლის მოხმარებაზე შეზღუდვები დააწესა, იტყობინება BFMTV.საფრანგეთის დიდ ნაწილში ძლიერი გვალვაა. ტელეარხის ცნობით, წყლის ნაკლებობამ ყველაზე მეტად ქვეყნის დასავლეთით მდებარე პეი-დე-ლა-ლუარის და პუატუ-შარანტის რეგიონები დააზარალა. ტელეკომპანიის ცნობით, წყლის დეფიციტის მიზეზი რამდენიმე კვირის განმავლობაში ანომალურად მშრალი და ცხელი ამინდი იყო, ასევე ნალექის სიმცირე ზამთარში, რის გამოც წყლის მარაგის შევსება ვერ მოხერხდა.ამ დროისთვის საფრანგეთის 88 დეპარტამენტის მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება საშიში გვალვის და წყლის გამოყენების შეზღუდვის შესახებ, კერძოდ, მოქალაქეებს ეკრძალებათ დღის საათებში ბაღის მორწყვა.საბერძნეთში ორმოცგრადუსიანი სიცხე რამდენიმე დღე გაგრძელდება, იტყობინება ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური EMY.საბერძნეთში კვირის დასაწყისში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსი იყო, რამდენიმე დღის წინ კი 33-35 გრადუსამდე აიწია.„ცხელი ჰაერის მასები, რომლებიც დასავლეთ ევროპიდან და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროდან ჩვენს რეგიონში გადაადგილება, უახლოეს დღეებში ქვეყნის უმეტეს ნაწილში ტემპერატურის მატებას გამოიწვევს. ყველაზე მეტად დაზარალდება ქვეყნის დასავლეთი, ცენტრალური და ჩრდილოეთი რეგიონები, ასევე ეგეოსის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუნძულები და დოდეკანესი“, - აცხადებენ მეტეოროლოგიურ სამსახურში.ბოლო დღეებში ევროპის რიგ ქვეყანაში ანომალურად ცხელი ამინდია. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) წარმომადგენელმა რობერტ სტეფანსკიმ განაცხადა, რომ ევროპაში ჰაერის ანომალურად მაღალი სიცხე მომდევნო კვირის შუა რიცხვებამდე შენარჩუნდება.
საფრანგეთი
საბერძნეთი
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268813295_108:0:2839:2048_1920x0_80_0_0_4f454f3afe5df1233d7752ce8476334c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დაუნდობელი სიცხე ანომალურად მაღალი ტემპერატურა ევროპა ასობით ადამიანი გარდაცვალება
დაუნდობელი სიცხე ანომალურად მაღალი ტემპერატურა ევროპა ასობით ადამიანი გარდაცვალება
დაუნდობელი სიცხე - ანომალურად მაღალმა ტემპერატურამ ევროპაში ასობით ადამიანი იმსხვერპლა
16:54 24.07.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის კონტინენტური ნაწილის 96 დეპარტამენტიდან 88-ში წყლის მოხმარებაზე შეზღუდვები დააწესა.
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. პორტუგალიასა და ესპანეთში სიცხეს სულ მცირე 1700 ადამიანი ემსხვერპლა, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს განცხადებაში, რომელიც პარასკევს სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მიმდინარე ცხელ სეზონზე, მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში 1700-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება დაფიქსირდა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც კლუგემ აღნიშნა, ის შეშფოთებულია იმის გამო, რომ ტყის ხანძრები ახლა ღრმა ჩრდილოეთითაც კი ხდება, მაგალითად სკანდინავიაში. ხოლო ლონდონში ამ კვირაში ხანძრებმა 41 სახლი გაანადგურა.
საფრანგეთის ხელისუფლებამ ძლიერი სიცხისა და გვალვის გამო ქვეყნის კონტინენტური ნაწილის 96 დეპარტამენტიდან 88-ში წყლის მოხმარებაზე შეზღუდვები დააწესა, იტყობინება BFMTV.
საფრანგეთის დიდ ნაწილში ძლიერი გვალვაა. ტელეარხის ცნობით, წყლის ნაკლებობამ ყველაზე მეტად ქვეყნის დასავლეთით მდებარე პეი-დე-ლა-ლუარის და პუატუ-შარანტის რეგიონები დააზარალა. ტელეკომპანიის ცნობით, წყლის დეფიციტის მიზეზი რამდენიმე კვირის განმავლობაში ანომალურად მშრალი და ცხელი ამინდი იყო, ასევე ნალექის სიმცირე ზამთარში, რის გამოც წყლის მარაგის შევსება ვერ მოხერხდა.
ამ დროისთვის საფრანგეთის 88 დეპარტამენტის მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება საშიში გვალვის და წყლის გამოყენების შეზღუდვის შესახებ, კერძოდ, მოქალაქეებს ეკრძალებათ დღის საათებში ბაღის მორწყვა.
საბერძნეთში ორმოცგრადუსიანი სიცხე რამდენიმე დღე გაგრძელდება, იტყობინება ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური EMY.
საბერძნეთში კვირის დასაწყისში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსი იყო, რამდენიმე დღის წინ კი 33-35 გრადუსამდე აიწია.
„ცხელი ჰაერის მასები, რომლებიც დასავლეთ ევროპიდან და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროდან ჩვენს რეგიონში გადაადგილება, უახლოეს დღეებში ქვეყნის უმეტეს ნაწილში ტემპერატურის მატებას გამოიწვევს. ყველაზე მეტად დაზარალდება ქვეყნის დასავლეთი, ცენტრალური და ჩრდილოეთი რეგიონები, ასევე ეგეოსის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუნძულები და დოდეკანესი“, - აცხადებენ მეტეოროლოგიურ სამსახურში.
ბოლო დღეებში ევროპის რიგ ქვეყანაში ანომალურად ცხელი ამინდია. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) წარმომადგენელმა რობერტ სტეფანსკიმ განაცხადა, რომ ევროპაში ჰაერის ანომალურად მაღალი სიცხე მომდევნო კვირის შუა რიცხვებამდე შენარჩუნდება.