ბორჯომის ხეობაში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა

© photo: Sputnikბორჯომის ხეობა
ბორჯომის ხეობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2022
გამოწერა
ახალციხიდან თბილისში მიმავალი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. სულ მცირე 7 ადამიანი დაშავდა ავარიაში ბორჯომის მუნიციპალიტეტში - მიკროავტობუსი ახალციხე-თბილისის რეისს ასრულებდა, იუწყება ადგილობრივი ტელეარხი.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ქვაბისხევთან ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალციხე-თბილისის ე.წ. სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
მიკროავტობუსში მყოფი 14 მგზავრიდან შვიდი მსუბუქი დაზიანებებით ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0