https://sputnik-georgia.com/20220723/saqartvelosi-eleqtroenergiis-moxmareba-izrdeba-bolo-monacemebi-268793068.html
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება – ბოლო მონაცემები
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება – ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.
2022-07-23T09:30+0400
2022-07-23T09:30+0400
2022-07-23T09:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268681944_0:0:3087:1737_1920x0_80_0_0_797d8141cfa2972a59e08c1384df77dd.jpg
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 7,6 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,8%-ით მეტია, ნათქვამია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.ოპერატორის მონაცემებით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ელექტროენერგიის საკუთარმა გამომუშავებამ 7,1 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 5,5 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1,5 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 39,7 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.საქართველოში მიმდინარე წლის განმავლობაში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 1,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, მათ შორის რუსეთიდან 907,2 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი, სომხეთიდან – 138,4 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი 129,1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტმა შეადგინა 623,3 მლნ კვტ/სთ.ელექტროენერგიის ხუთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელი საქართველოში:საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 15,3 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 23,5%-ით მეტია, ხოლო გამომუშავებამ 12,6 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.წყარო - ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ESCO)
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268681944_356:0:3087:2048_1920x0_80_0_0_880710841ae885361c643a50331c9461.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ელექტროენერგია მოხმარება ზრდა ბოლო მონაცემები
საქართველო ელექტროენერგია მოხმარება ზრდა ბოლო მონაცემები
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება – ბოლო მონაცემები
საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 7,6 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,8%-ით მეტია, ნათქვამია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
ოპერატორის მონაცემებით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ელექტროენერგიის საკუთარმა გამომუშავებამ 7,1 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 5,5 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1,5 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 39,7 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.
საქართველოში მიმდინარე წლის განმავლობაში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.
მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 1,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, მათ შორის რუსეთიდან 907,2 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი, სომხეთიდან – 138,4 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი 129,1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.
საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტმა შეადგინა 623,3 მლნ კვტ/სთ.
ელექტროენერგიის ხუთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელი საქართველოში:
„ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა“- 602,2 მლნ კვტ/სთ
BFDC Georgia- 168,0 მლნ კვტ/სთ
„რუსთავის აზოტი“ - 133,6 მლნ კვტ/სთ
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა - 106,9 მლნ კვტ/სთ
„ჰაიდელბერგ ცემენტ ჯორჯია“ 95,1 – მლნ კვტ/სთ
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 15,3 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 23,5%-ით მეტია, ხოლო გამომუშავებამ 12,6 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.