https://sputnik-georgia.com/20220723/saqartvelos-premier-ministri-yazaxets-vizitit-27-ivliss-ewveva-268803203.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთს ვიზიტით 27 ივლისს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთს ვიზიტით 27 ივლისს ეწვევა
Sputnik საქართველო
ვიზიტისთვის მზადება განიხილეს ყაზახეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე
2022-07-23T14:47+0400
2022-07-23T14:47+0400
2022-07-23T14:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ყაზახეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425738_0:50:1280:771_1920x0_80_0_0_c70514b9ffbb1241c40b46587946d375.jpg
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 27 ივლისს ნურ-სულთანში ოფიციალურ ვიზიტით ეწვევა, იუწყება Sputnik-ყაზახეთი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.ვიზიტისთვის მზადება განიხილეს ყაზახეთის დედაქალაქში შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერმუხამბეტ კონუსპაევი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ჩხეიძე.კონუსპაევმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში და ყაზახეთ-ქართული ურთიერთობები ურთიერთპატივისცემასა და ნდობას ეფუძნება.მხარეებმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნეს ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის დინამიური განვითარება მიმდინარე ეტაპზე. ამავდროულად, აღინიშნა მნიშვნელოვანი რეზერვების არსებობა თანამშრომლობის გაფართოებისთვის საკითხთა ფართო სპექტრზე.ამ კონტექსტში მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს, უპირველეს ყოვლისა, ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებისთვის კავკასიაში ყაზახეთის საინვესტიციო აქტივების გამოყენებით - ბათუმის საზღვაო პორტისა და ბათუმის ნავთობტერმინალის ჩათვლით.საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.2022 წლის იანვარი–მარტში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 29,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტი ყაზახეთში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 149,7%-ით გაიზარდა და 23,7 მლნ დოლარი შეადგინა.წყარო - Sputnik-ყაზახეთი
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425738_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_a360d165e2077d7242790bd53ebb18f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთი ვიზიტი 27 ივლისი
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთი ვიზიტი 27 ივლისი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთს ვიზიტით 27 ივლისს ეწვევა
14:47 23.07.2022 (განახლებულია: 14:48 23.07.2022) ვიზიტისთვის მზადება განიხილეს ყაზახეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 27 ივლისს ნურ-სულთანში ოფიციალურ ვიზიტით ეწვევა, იუწყება Sputnik-ყაზახეთი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ვიზიტისთვის მზადება განიხილეს ყაზახეთის დედაქალაქში შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერმუხამბეტ კონუსპაევი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ჩხეიძე.
კონუსპაევმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში და ყაზახეთ-ქართული ურთიერთობები ურთიერთპატივისცემასა და ნდობას ეფუძნება.
„ორ ქვეყანას შორის არსებობს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი, დამყარებულია მჭიდრო კონტაქტები სამთავრობო დონეზე, ნაყოფიერი ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობა“, - განაცხადა მან.
მხარეებმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნეს ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის დინამიური განვითარება მიმდინარე ეტაპზე. ამავდროულად, აღინიშნა მნიშვნელოვანი რეზერვების არსებობა თანამშრომლობის გაფართოებისთვის საკითხთა ფართო სპექტრზე.
ამ კონტექსტში მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს, უპირველეს ყოვლისა, ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებისთვის კავკასიაში ყაზახეთის საინვესტიციო აქტივების გამოყენებით - ბათუმის საზღვაო პორტისა და ბათუმის ნავთობტერმინალის ჩათვლით.
საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
2022 წლის იანვარი–მარტში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 29,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტი ყაზახეთში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 149,7%-ით გაიზარდა და 23,7 მლნ დოლარი შეადგინა.