https://sputnik-georgia.com/20220723/rati-ionatamisvili-opozicia-mzime-mdgomareobasi-armocndeba-268807775.html
რატი იონათამიშვილი: ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება
რატი იონათამიშვილი: ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება
Sputnik საქართველო
ოპოზიცია, რომელიც ალტერნატიულ პროცესზე საუბრობს, მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში იყენებს საკუთარ თავს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა
2022-07-23T19:03+0400
2022-07-23T19:03+0400
2022-07-23T19:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24700/94/247009434_0:173:3000:1861_1920x0_80_0_0_86c89ba50e653f40dc22e9e453b53fd0.jpg
თბილისი, 23 ივლისი– Sputnik. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს მიიღებს, ხოლო ოპოზიცია საკუთარ თავს თვითგანადგურებამდე მიიყვანს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა.ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უარი თქვეს მონაწილეობა მიიღონ იმ კომიტეტების და ჯგუფების მუშაობაში, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მუშაობენ.მანამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სესიის ჩატარება, რომელიც ოპოზიციის ინიციატივით 18 ივლისს პრეზიდენტმა მოიწვია, აუცილებელია ალტერნატიული პროცესის წამოწყება, რომლის ფარგლებშიც კანონპროექტები შემუშავდება. ამ მიზნით ოპოზიცია ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას აპირებს.საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი. საქართველოს მიმართ გადაწყდა მოცდა, ვიდრე ქვეყანა არ შეასრულებს ევროკომისიის დასკვნაში წარმოდგენილ პირობებს.საუბარია 12 პუნქტზე, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24700/94/247009434_144:0:2856:2034_1920x0_80_0_0_982189ee1eabd43dc5546706b0cc203b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რატი იონათამიშვილი ოპოზიცია ალტერნატიული ფორმატი 12 პირობა ევროკავშირი კანდიდატი სტატუსი
რატი იონათამიშვილი ოპოზიცია ალტერნატიული ფორმატი 12 პირობა ევროკავშირი კანდიდატი სტატუსი
რატი იონათამიშვილი: ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება
19:03 23.07.2022 (განახლებულია: 19:05 23.07.2022) ოპოზიცია, რომელიც ალტერნატიულ პროცესზე საუბრობს, მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში იყენებს საკუთარ თავს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა
თბილისი, 23 ივლისი– Sputnik. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს მიიღებს, ხოლო ოპოზიცია საკუთარ თავს თვითგანადგურებამდე მიიყვანს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა.
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა უარი თქვეს მონაწილეობა მიიღონ იმ კომიტეტების და ჯგუფების მუშაობაში, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მუშაობენ.
„რადიკალური ოპოზიცია ისევ ალტერნატიულ პროცესებზე საუბრობს, ამით ისინი კიდევ უფრო უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს. ცდილობენ, რომ საკუთარი თავგანწირული ბოიკოტი როგორმე შეფუთონ, რომ თითქოს ისინი სინამდვილეში ბოიკოტს არ უცხადებენ საქართველოს ევროპულ არჩევანს... ეს პროცესი საქართველოს კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანს, მაგრამ მათ ასევე მიიყვანს პოლიტიკურ განადგურებამდე“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
მანამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ჩაშალა პარლამენტის რიგგარეშე სესიის ჩატარება, რომელიც ოპოზიციის ინიციატივით 18 ივლისს პრეზიდენტმა მოიწვია, აუცილებელია ალტერნატიული პროცესის წამოწყება, რომლის ფარგლებშიც კანონპროექტები შემუშავდება. ამ მიზნით ოპოზიცია ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას აპირებს.
საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი. საქართველოს მიმართ გადაწყდა მოცდა, ვიდრე ქვეყანა არ შეასრულებს ევროკომისიის დასკვნაში წარმოდგენილ პირობებს.
საუბარია 12 პუნქტზე, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სხვ.