https://sputnik-georgia.com/20220723/orsabatidan-tbilisi-batumis-matareblis-biletebi-zvirdeba-268803437.html
ორშაბათიდან თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთები ძვირდება
ორშაბათიდან თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთები ძვირდება
Sputnik საქართველო
კომპანიაში ტარიფის ზრდის მიზეზად ბოლო პერიოდში გაზრდილ ელექტროენერგიის საფასურს, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯებს ასახელებენ.
2022-07-23T15:17+0400
2022-07-23T15:17+0400
2022-07-23T15:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23449/59/234495945_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_147a5cb0d4b5e9d3a5e420e899c56f4e.jpg
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. 25 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ორსართულიანი მატარებლით მგზავრობის საფასური იზრდება. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.დღეს „მეორე კლასის“ მატარებლის ბილეთი ღირს - 25 ლარი, „პირველი კლასის“ - 61 ლარი, ხოლო „ბიზნეს კლასი“ - 100 ლარი.კომპანია ტარიფის ზრდის მიზეზად ბოლო პერიოდში გაზრდილ ელექტროენერგიის საფასურს, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯებს ასახელებს.კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ სხვა მიმართულებებზე მგზავრობის საფასური არ იზრდება.კომპანიის ინფორმაციით, ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტერანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშვო ტარიფი (50%-იანი) – 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23449/59/234495945_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_47c64d4af5f50a4066843cadcb565c67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ორშაბათი თბილისი-ბათუმი მატარებელი ბილეთები ფასი გაძვირება
ორშაბათი თბილისი-ბათუმი მატარებელი ბილეთები ფასი გაძვირება
ორშაბათიდან თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთები ძვირდება
15:17 23.07.2022 (განახლებულია: 15:38 23.07.2022) „მეორე კლასის“ ბილეთის საფასური 36%-ით გაიზარდა
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. 25 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ორსართულიანი მატარებლით მგზავრობის საფასური იზრდება. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა: „მეორე კლასი“ – 34 ლარი, „პირველი კლასი“ – 74 ლარი, „ბიზნეს კლასი“ – 124 ლარი.
დღეს „მეორე კლასის“ მატარებლის ბილეთი ღირს - 25 ლარი, „პირველი კლასის“ - 61 ლარი, ხოლო „ბიზნეს კლასი“ - 100 ლარი.
კომპანია ტარიფის ზრდის მიზეზად ბოლო პერიოდში გაზრდილ ელექტროენერგიის საფასურს, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯებს ასახელებს.
კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ სხვა მიმართულებებზე მგზავრობის საფასური არ იზრდება.
„უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, თბილისი– ზუგდიდის, თბილისი–ოზურგეთის და თბილისი–ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტერანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშვო ტარიფი (50%-იანი) – 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს.