https://sputnik-georgia.com/20220723/iare-liza-nana-janelizem-omis-reportior-qalze-filmis-gadareba-daasrula-268801615.html
„იარე, ლიზა“: ნანა ჯანელიძემ ომის რეპორტიორ ქალზე ფილმის გადაღება დაასრულა
„იარე, ლიზა“: ნანა ჯანელიძემ ომის რეპორტიორ ქალზე ფილმის გადაღება დაასრულა
Sputnik საქართველო
ეს არის მძიმე ისტორია ომის შესახებ, რომელიც ჟურნალისტების, მებრძოლების, მწერლების და სასულიერო პირების მოგონებებს ეყრდნობა
2022-07-23T13:30+0400
2022-07-23T13:30+0400
2022-07-23T13:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24412/71/244127156_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_6e0f8f13ca93d21af25f54a8a76ab4f5.jpg
თბილისი, 23 ივლისი– Sputnik. რეჟისორმა და სცენარისტმა ნანა ჯანელიძემ დაასრულა მუშაობა ახალ მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმზე „იარე, ლიზა“ - ის სამხედრო კორესპონდენტ ქალზე მოგვითხრობს და „როუდ-მუვის“ სტილშია გადაღებული.სცენარს საფუძვლად უდევს მისი თანაავტორის – ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილის გამოცდილება, რომელიც თავად მუშაობდა ომის რეპორტიორად ქართულ-აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს. „იარე, ლიზა“ - საქართველოს და ბულგარეთის კოპროდუქციაა. დრამა გადაღებულია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.ფილმში გამოყენებულია 2D-ანიმაციის ფრაგმენტები, რაც მას მეტად უჩვეულოს ხდის. კერძოდ, ფილმში ანიმაციის სახით „გაცოცხლებულია“ ქართულ-აფხაზური ომის მონაწილე მეომრების, მწერლების, პოეტების, სასულიერო პირების დღიურები.ფილმზე მუშაობდნენ ქართველი და უკრაინელი სტუდენტი-ანიმატორები. ანიმაციას ფილმის 25 წუთი ეთმობა.ფილმში მონაწილეობენ მწერალი ეკატერინე ტოგონიძე, ასევე მსახიობები ნატო მურვანიძე, მიშა გომიაშვილი, ლუკა თარხან-მოურავი, ანი ჩირაძე, ნინა ერაძე და სხვ. ფილმზე მუშაობდნენ ოპერატორი გიორგი შველიძე, დამდგმელი მხატვარი გოგი მიქელაძე და კომპოზიტორი მიკა მდინარაძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24412/71/244127156_272:0:3003:2048_1920x0_80_0_0_49deb43db10939fda2c1a7f346293fe2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„იარე, ლიზა“ ნანა ჯანელიძე ომი რეპორტიორი ქალი ფილმი გადაღება დასრულება
„იარე, ლიზა“ ნანა ჯანელიძე ომი რეპორტიორი ქალი ფილმი გადაღება დასრულება
„იარე, ლიზა“: ნანა ჯანელიძემ ომის რეპორტიორ ქალზე ფილმის გადაღება დაასრულა
ეს არის მძიმე ისტორია ომის შესახებ, რომელიც ჟურნალისტების, მებრძოლების, მწერლების და სასულიერო პირების მოგონებებს ეყრდნობა
თბილისი, 23 ივლისი– Sputnik. რეჟისორმა და სცენარისტმა ნანა ჯანელიძემ დაასრულა მუშაობა ახალ მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმზე „იარე, ლიზა“ - ის სამხედრო კორესპონდენტ ქალზე მოგვითხრობს და „როუდ-მუვის“ სტილშია გადაღებული.
„დიდი გზა გავიარეთ, სანამ სცენარის ფორმა, სათქმელი და ჟანრი ჩამოყალიბდა. ეს არის ახალგაზრდა რეპორტიორი ქალის ისტორია, რომელმაც ომი გამოიარა და იგი წითელ ზოლად გაჰყვა მის ცხოვრებას“,- ყვება ჯანელიძე.
სცენარს საფუძვლად უდევს მისი თანაავტორის – ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილის გამოცდილება, რომელიც თავად მუშაობდა ომის რეპორტიორად ქართულ-აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს. „იარე, ლიზა“ - საქართველოს და ბულგარეთის კოპროდუქციაა. დრამა გადაღებულია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ფილმში გამოყენებულია 2D-ანიმაციის ფრაგმენტები, რაც მას მეტად უჩვეულოს ხდის. კერძოდ, ფილმში ანიმაციის სახით „გაცოცხლებულია“ ქართულ-აფხაზური ომის მონაწილე მეომრების, მწერლების, პოეტების, სასულიერო პირების დღიურები.
ფილმზე მუშაობდნენ ქართველი და უკრაინელი სტუდენტი-ანიმატორები. ანიმაციას ფილმის 25 წუთი ეთმობა.
ფილმში მონაწილეობენ მწერალი ეკატერინე ტოგონიძე, ასევე მსახიობები ნატო მურვანიძე, მიშა გომიაშვილი, ლუკა თარხან-მოურავი, ანი ჩირაძე, ნინა ერაძე და სხვ. ფილმზე მუშაობდნენ ოპერატორი გიორგი შველიძე, დამდგმელი მხატვარი გოგი მიქელაძე და კომპოზიტორი მიკა მდინარაძე.