მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გებრეიესუსი: მაიმუნის ყვავილის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაა

© AP Photo / Denis Balibouseტედროს ადანომ გებრეიესუსი
ტედროს ადანომ გებრეიესუსი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2022
გამოწერა
ჯანმოს კომიტეტში აღნიშნულ საკითხში კონსენსუსს ვერ მიაღწიეს
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მაიმუნის ყვავილის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად აღიარა.
„მე გადავწყვიტე, რომ მაიმუნის ყვავილის გლობალური აფეთქება არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნია”, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე ჯანმოს საგანგებო კომიტეტის მეორე სხდომის შემდეგ.
მაგრამ საგანგებო კომიტეტში აღნიშნულ საკითხში კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
ჯანმოს ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის 75 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 16 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ხუთი ლეტალურად დასრულდა. ინფექციების უმეტესობა ევროპაშია გამოვლენილი, ძირითადად მამაკაცებს შორის, რომლებსაც სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან ჰქონდათ.
მაიმუნის ყვავილი — ცხოველებისა და ადამიანის ვირუსული დაავადება. ჩვეულებრივ მსუბუქი მიმდინარეობისაა, ადამიანების უმრავლესობა რამდენიმე კვირაში ჯანმრთელდება, იშვიათად შესაძლებელია გართულებები.
ადამიანებში დაავადება ინფიცირებიდან დაახლოებით ორ კვირაში ვლინდება, მისთვის დამახასიათებელია ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე და დაღლილობა, ასევე ლიმფური კვანძების შეშუპება. რამდენიმე დღის შემდეგ სახესა და ტანზე ჩნდება გამონაყარი. საბოლოოდ ისინი იფარება ფუფხით და სცილდება, დაავადება კი ორ-სამ კვირაში გადის.
ყველა ახალი ამბავი
0