გამოქვეყნდა საქართველოს მთავარი ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტების მოკლე სია

© courtesy of Publishing House SABAპრემია „საბა“
პრემია „საბა“ - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2022
გამოწერა
წელს პრემია საიუბილეო თარიღს აღნიშნავს - კონკურსი მეოცედ გამოცხადდა
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას” ფინალისტთა სია გამოქვეყნდა - ტრადიციულად პირველობისა და ფულადი პრემიისთვის იბრძოლებენ თანამედროვე მწერლები, პოეტები, პუბლიცისტები, ესეისტები, მთარგმნელები, დრამატურგები და კრიტიკოსები.
წელს ქვეყნის მთავარი ლიტერატურული პრემია იუბილეს აღნიშნავს - კონკურსი მეოცედ გამოცხადდა.
„ჟიურიმ 227 წიგნი უკვე განიხილა და ფინალისტების სია 7 ნომინაციაშია ცნობილი. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები აგვისტოში გამოცხადდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
მთავარი ნომინაციის - „წლის საუკეთესო რომანი“ ფინალისტები:
არჩილ ქიქოძე, „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ (სულაკაურის გამომცემლობა)
ირმა ტაველიძე, „ბნელ წყლებში“ (დიოგენე)
გიორგი ხარაიშვილი, „ბნელია გზა - პირველყოფილი წყვდიადი“ (პალიტრა L)
ილია ჭანტურია, „გემი დავლანდე“ (არტანუჯი)
კატეგორია „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“:
ბესო სოლომანაშვილი, „სხვისი კინო“ (სულაკაურის გამომცემლობა)
რატი რატიანი (ნინო სურამელაშვილი), „მკვლელობა სადგურის უბანში“ (პალიტრა L)
დათია ბადალაშვილი, „ლეკვების სამოთხე“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული“:
ლია სტურუა, „ვაგრძელებ თამაშს?!“ (ინტელექტი)
ლელა სამნიაშვილი, „ავირეკლოთ“ (ინტელექტი)
პაატა შამუგია, „არგადარჩენა“ (ინტელექტი)
ეთერ თათარაიძე, „ალალ იყვიდ, უშურო“ (უნივერსალი)
ნიკა ჯორჯანელი, „ნეტფლიქსი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
ბექა ახალაია, „მგელი მაჯაზე“ (ინტელექტი)
ნომინაცია „წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი“:
თემო რეხვიაშვილი, „კურიერის ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
კოკა ქამუშაძე, „ბალა(ნ)და” (სულაკაურის გამომცემლობა)
მაგდა კალანდაძე, „მეორე ოთახი“ (დიოგენე)
მინდია არაბული, „ყოველი ამბის დასასრული“ (დიოგენე)
მარიამ გურგენიშვილი, „მარგალიტები“ (პალიტრა L)
ლელა კურტანიძე, „მელატონინი“ (ინტელექტი)
გიორგი კახიშვილი, სოფოკლეს „ტრაქისელი ქალები“ (ლოგოსი)
თორნიკე სიბაშვილი, „დეტექტივი“ (კალმოსანი)
დავით ჯიშკარიანი, „ბუცები და ტყავის ჩექმა“ (ზიარი)
პრემია „საბას“ მოკლე სია ნომინაციების მიხედვით პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" „თი-ბი-სი ბანკმა“, პოეტმა რატი ამაღლობელმა და მწერალმა დათო ტურაშვილმა 2002 წელს დააფუძნეს.
დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ, განიხილა 4.500-მდე წიგნი, 200 პრემია გასცა და 150-ზე მეტი ავტორი დააჯილდოვა (ბევრი ავტორი დაჯილდოვდა ორჯერ და მეტჯერ).
წყარო - პრემია „საბას“ მოკლე სია
ყველა ახალი ამბავი
0