ბოჭორმის ციხე-კომპლექსში აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება

© photo: Sputnikბოჭორმის ციხე
ბოჭორმის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2022
გამოწერა
ბოჭორმის ციხე - შუა საუკუნეების არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც თიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს
თბილისი, 23 ივლისი— Sputnik. შუა საუკუნეებით დათარიღებულ ბოჭორმის ციხე-კომპლექსში საკონსერვაციო და აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
თიანეთის რაიონში, მდინარე იორის მარცხენა ნაპირზე მდებარე ბოჭორმის ციხე-კომპლექსი შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ციხეს წარმოადგენდა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში. კომპლექსი შედგენა რამდენიმე ნაგებობიდან - ეს არის სასახლე და ხუთი კოშკი (სამხრეთ–დასავლეთის, ჩრდილო–დასავლეთის, კუთხეებმომრგვალებული, სწორკუთხა და ცილინდრული კოშკები).
„თავისი ისტორიით და მნიშვნელობით უნიკალურია ბოჭორმის ციხე. ის არის მოწმე ჩვენი ისტორისაა. ეს უნიკალური ძეგლი დღეს მძიმე მდგომარეობაშია. მეუფესთან ერთად ჩვენ დავათვალიერეთ მთელი კომპლექსი და გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ ეს მძიმე მდგომარეობა გამოვასწოროთ. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს. გვსურს მაღალ დონეზე ჩავატაროთ ჯერ საკონსერვაციო და შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - განაცხადა წულუკიანმა.
© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaკულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ვიზიტი ბოჭორმის ციხე-სიმაგრეში
Визит министра культуры Теи Цулукиани в крепость Бочорма - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2022
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ვიზიტი ბოჭორმის ციხე-სიმაგრეში
კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ყველა ნაგებობა ნახევრადდანგრეული ან მნიშვნელოვნად დაზიანებულია. ყველა ობიექტი ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaკულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ვიზიტი ბოჭორმის ციხე-სიმაგრეში
Визит министра культуры Теи Цулукиани в крепость Бочорма - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2022
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ვიზიტი ბოჭორმის ციხე-სიმაგრეში
მინისტრი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსთან, მეუფე მიქაელთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან, ნიკოლოზ აზნაურაშვილთან და არქიტექტორ-რესტავრატორ ნიკო ზაზუნიშვილთან ერთად, ბოჭორმის ციხე-კომპლექსის მდგომარეობას გაეცნო.
© Courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaკულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ვიზიტი ბოჭორმის ციხე-სიმაგრეში
Визит министра культуры Теи Цулукиани в крепость Бочорма - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2022
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ვიზიტი ბოჭორმის ციხე-სიმაგრეში
წულუკიანი გაეცნო ინფორმაციას განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ბოჭორმის ციხის და წმინდა გიორგის ეკლესიის მძიმე მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულ ძეგლებში აღდგენითი სამუშაოები 90-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა.
„შედგა შეთანხმება, რომ ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბოჭორმის ციხე-კომპლექსის შესანარჩუნებლად, რამდენიმე წელზე გათვლილი, ჯერ საკონსერვაციო, ხოლო შემდგომ, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აქტიურად იქნება ჩართული. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ეკლესიის და სახელმწიფოს თანამშრომლობა მსგავსი მასშტაბის პროექტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, ციხესიმაგრე უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა დაერქვა, ბოლოს კი – ბოჭორმა. ციხე-სიმაგრე სტრატეგიული დანიშნულების იყო და მის კედლებს არაერთი ბრძოლაც აქვს გადატანილი. ბოჭორმა რამდენჯერმე მტერმა ჩაიგდო ხელში,
ყველა ახალი ამბავი
0