https://sputnik-georgia.com/20220723/ass-si-maimunis-yvavilit-bavsvebis-inficirebis-semtxvevebi-dafiqsirda-268808561.html
აშშ-ში ბავშვები მაიმუნის ყვავილით დაინფიცირდნენ
აშშ-ში ბავშვები მაიმუნის ყვავილით დაინფიცირდნენ
Sputnik საქართველო
ექიმების ვარაუდით, ბავშვები სახლში დაინფიცირდნენ
2022-07-23T23:01+0400
2022-07-23T23:01+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
ჯანმო
მაიმუნის ყვავილი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248984904_0:130:3179:1918_1920x0_80_0_0_86a898dbaac9d745cb0b85152deb00af.jpg
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ამერიკელმა ექიმებმა მაიმუნის ყვავილით ბავშვების ინფიცირების ორი შემთხვევა დაარეგისტრირეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრ (CDC) ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში.მედიის ცნობით, ერთი ბავშვი იმყოფება კალიფორნიაშია, მეორე, ჩვილი კი ვაშინგტონში, ის არ ცხოვრობს შეერთებულ შტატებში. აღინიშნა, რომ ბავშვები, სავარაუდოდ, სახლში დაინფიცირდნენ.როზამუნდ ლუისმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ჩუთყვავილასთან ბრძოლის სამდივნოს ხელმძღვანელმა ადრე განაცხადა, რომ 18-19 წლის პაციენტებში მაიმუნის ყვავილის გადადების საკითხი ჯერ კიდევ ღიაა, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვები, სავარაუდოდ, „სახლის პირობებში ზემოქმედების“ გამო ინფიცირდებიან.ჯანმოს ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის 75 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 16 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ხუთი ლეტალურად დასრულდა. ინფექციების უმეტესობა ევროპაშია გამოვლენილი, ძირითადად მამაკაცებს შორის, რომლებსაც სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან ჰქონდათ.მაიმუნის ყვავილი — ცხოველებისა და ადამიანის ვირუსული დაავადება. ჩვეულებრივ მსუბუქი მიმდინარეობისაა, ადამიანების უმრავლესობა რამდენიმე კვირაში ჯანმრთელდება, იშვიათად შესაძლებელია გართულებები.ადამიანებში დაავადება ინფიცირებიდან დაახლოებით ორ კვირაში ვლინდება, მისთვის დამახასიათებელია ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე და დაღლილობა, ასევე ლიმფური კვანძების შეშუპება. რამდენიმე დღის შემდეგ სახესა და ტანზე ჩნდება გამონაყარი. საბოლოოდ ისინი იფარება ფუფხით და სცილდება, დაავადება კი ორ-სამ კვირაში გადის.წყარო - The Washington Post
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248984904_223:0:2954:2048_1920x0_80_0_0_e62daeeb0422116e9c467a72152c76a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ ბავშვები მაიმუნი ყვავილი ინფიცირება
აშშ ბავშვები მაიმუნი ყვავილი ინფიცირება
აშშ-ში ბავშვები მაიმუნის ყვავილით დაინფიცირდნენ
23:01 23.07.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ექიმების ვარაუდით, ბავშვები სახლში დაინფიცირდნენ
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ამერიკელმა ექიმებმა მაიმუნის ყვავილით ბავშვების ინფიცირების ორი შემთხვევა დაარეგისტრირეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრ (CDC) ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში.
„ჩვენ ახლა გამოვავლინეთ ბავშვებში ინფიცირების ორი შემთხვევა... ასევე უნდა აღვნიშნო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბავშვები თავს კარგად გრძნობენ“, - განაცხადა მან.
მედიის ცნობით, ერთი ბავშვი იმყოფება კალიფორნიაშია, მეორე, ჩვილი კი ვაშინგტონში, ის არ ცხოვრობს შეერთებულ შტატებში. აღინიშნა, რომ ბავშვები, სავარაუდოდ, სახლში დაინფიცირდნენ.
როზამუნდ ლუისმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ჩუთყვავილასთან ბრძოლის სამდივნოს ხელმძღვანელმა ადრე განაცხადა, რომ 18-19 წლის პაციენტებში მაიმუნის ყვავილის გადადების საკითხი ჯერ კიდევ ღიაა, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვები, სავარაუდოდ, „სახლის პირობებში ზემოქმედების“ გამო ინფიცირდებიან.
ჯანმოს ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის 75 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 16 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ხუთი ლეტალურად დასრულდა. ინფექციების უმეტესობა ევროპაშია გამოვლენილი, ძირითადად მამაკაცებს შორის, რომლებსაც სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან ჰქონდათ.
მაიმუნის ყვავილი — ცხოველებისა და ადამიანის ვირუსული დაავადება. ჩვეულებრივ მსუბუქი მიმდინარეობისაა, ადამიანების უმრავლესობა რამდენიმე კვირაში ჯანმრთელდება, იშვიათად შესაძლებელია გართულებები.
ადამიანებში დაავადება ინფიცირებიდან დაახლოებით ორ კვირაში ვლინდება, მისთვის დამახასიათებელია ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე და დაღლილობა, ასევე ლიმფური კვანძების შეშუპება. რამდენიმე დღის შემდეგ სახესა და ტანზე ჩნდება გამონაყარი. საბოლოოდ ისინი იფარება ფუფხით და სცილდება, დაავადება კი ორ-სამ კვირაში გადის.