https://sputnik-georgia.com/20220722/tochinoshini-meeqvsed-damarcxda-268782640.html
სუმო: ტოჩინოშინი მეექვსედ დამარცხდა - ქართველ სუმოისტს ერთი გამარჯვება სჭირდება
სუმო: ტოჩინოშინი მეექვსედ დამარცხდა - ქართველ სუმოისტს ერთი გამარჯვება სჭირდება
Sputnik საქართველო
ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ორი შეხვედრიდან ერთი გამარჯვება სჭირდება. ლევან გორგაძის მორიგი მეტოქე ჰოშორიუ იქნება. 22.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-22T18:00+0400
2022-07-22T18:00+0400
2022-07-22T20:57+0400
საქართველო
სპორტი
იაპონია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24059/98/240599805_0:247:4740:2913_1920x0_80_0_0_730baf723341043872b400b53ca9c76a.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირზე მეექვსედ დამარცხდა.34 წლის ქართველი სეკიტორი, რომელიც ნაგოია ბაშოზე მერვე მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს სუპერტურნირის მე-13 დღეს ჩიიოშომას დაუპირისპირდა და უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა. სასტარტო შეჯახების დროს 31 წლის მონღოლი სუმოისტი განზე გადგა და ტოჩინოშინი დოჰიოზე დაეცა.ტოჩინოშინის ანგარიშზე ამ დროისათვის შვიდი მოგება და ექვსი მარცხია. ქართველ სუმოისტს კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დასაფიქსირებლად დარჩენილი ორი ორთაბრძოლიდან ერთი გამარჯვება სჭირდება.ნაგოია ბაშოს მე-14 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე ჰოშორიუ იქნება. ტოჩინოშინი მას გასული წლის მაისის ბაშოზე ერთადერთხელ შეხვდა და მაშინ იორიტაოშის ილეთით სძლია.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24059/98/240599805_264:0:4477:3160_1920x0_80_0_0_38aeb2382f33ce1c59fe1734d7ae048f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, იაპონია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, იაპონია , საზოგადოება, ახალი ამბები
სუმო: ტოჩინოშინი მეექვსედ დამარცხდა - ქართველ სუმოისტს ერთი გამარჯვება სჭირდება
18:00 22.07.2022 (განახლებულია: 20:57 22.07.2022) ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ორი შეხვედრიდან ერთი გამარჯვება სჭირდება. ლევან გორგაძის მორიგი მეტოქე ჰოშორიუ იქნება.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირზე მეექვსედ დამარცხდა.
34 წლის ქართველი სეკიტორი, რომელიც ნაგოია ბაშოზე მერვე მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს სუპერტურნირის მე-13 დღეს ჩიიოშომას დაუპირისპირდა და უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა. სასტარტო შეჯახების დროს 31 წლის მონღოლი სუმოისტი განზე გადგა და ტოჩინოშინი დოჰიოზე დაეცა.
ტოჩინოშინის ანგარიშზე ამ დროისათვის შვიდი მოგება და ექვსი მარცხია. ქართველ სუმოისტს კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დასაფიქსირებლად დარჩენილი ორი ორთაბრძოლიდან ერთი გამარჯვება სჭირდება.
ნაგოია ბაშოს მე-14 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე ჰოშორიუ იქნება. ტოჩინოშინი მას გასული წლის მაისის ბაშოზე ერთადერთხელ შეხვდა და მაშინ იორიტაოშის ილეთით სძლია.