თიანეთში ვაჟა-ფშაველას სახელობის პარკის აღდგენა მალე დასრულდება

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშივაჟა-ფშაველა
ვაჟა-ფშაველა - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მოსახლეობას ახალი რეკრეაციული სივრცე ექნება, ასევე გაიზრდება თიანეთის ტურისტული პოტენციალი.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა ოთხწლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ის ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/ტერიტორიის განვითარებას გულისხმობს.

„აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია, თუმცა ამ ეტაპზე პარკის კეთილმოწყობა კვლავ აქტიურად გრძელდება. მათ შორის, გამწვანების მიზნით ირგვება ასობით დეკორატიული ხე-მცენარე“, – განაცხადა მხარის გუბერნატორმა დავით ნოზაძემ.

მისი თქმით, პროექტი უახლოეს პერიოდში დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობა არაჩვეულებრივი სარეკრეაციო სივრცით ისარგებლებს, ხოლო თიანეთის პოტენციალი ტურიზმის კუთხით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
უწყების ცნობით, უკვე აღდგა პარკთან დამაკავშირებელი ხიდი, დაიგო ქვაფენილი, მოეწყო სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია და ბავშვთა გასართობი კუთხე.
ამ ეტაპზე კი ადგილზე გამწვანებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. შემდეგ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ღია სცენასა და მაყურებლების სივრცეს.
ყველა ახალი ამბავი
0