თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 23 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, აბაშიძის, რაზმაძის, ფალიაშვილის, ბადრი შოშიტაიშვილის, ბარნოვის, შატბერაშვილის, იოველ ქუთათელაძის, ქობულეთის, მცხეთის, ჯანაშვილის, კეკელიძის, თაქთაქიშვილის, შროშის, ბესიკ ბურკიაშვილის, ნაფარეულის და რაფიელ ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0