https://sputnik-georgia.com/20220722/sasazrvro-policia-268786573.html
ჯარიმები იზრდება: საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გამაფრთხილებელი ნიშნები დამონტაჟდება
ჯარიმები იზრდება: საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გამაფრთხილებელი ნიშნები დამონტაჟდება
Sputnik საქართველო
სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებით როგორც ფიზიკურმა, ასევე იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს... 22.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-22T21:28+0400
2022-07-22T21:28+0400
2022-07-22T21:59+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252264757_135:278:1561:1080_1920x0_80_0_0_7497117963eadb8ceb7f175275b29cde.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ მოქალაქეების ინფორმირების მიზნით სახელმწიფო საზღვარზე გამაფრთხილებელი ნიშნების დამონტაჟება დაიწყო. უწყების ცნობით, 2022 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ამოქმედდება ცვლილებები, რაც სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმების ზრდას გულისხმობს.სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებით როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას უნდა მიმართოს.ამისათვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ „საშვის მაძიებლის განაცხადის“ ფორმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, და თან დაურთონ პირადობის მოწმობის, ან პასპორტის მონაცემთა გვერდის ასლი და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.დღეისათვის სასაზღვრო ზონაში შესვლის, ასევე საქართველოში ბინადრობისა და რეგისტრაციის წესის ნებისმიერი დარღვევა ისჯება გაფრთხილებით ან 10-ლარიანი ჯარიმით.ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი – ტურისტული მოგზაურობისას, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას დაჯარმდება 20 ლარით, ან მიეცემა გაფრთხილება. რაც შეეხება სასაზღვრო რეჟიმის სამრეწველო, სარეწი საქმიანობის, ობიექტის მომსახურების, მშენებლობის ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას დარღვევას, ფიზიკური პირი 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 200 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული ნორმების განმეორებით დარღვევისთვის ფიზიკური პირი 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 300 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში, თუ სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხებას გამოიწვევს, ჯარიმა 250 ლარი იქნება, ხოლო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვ.) დაზიანება ან განადგურება დაჯარიმდება 350 ლარის ოდენობით.სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო, ვიდეო ან/და დრონით გადაღება დაჯარიმდება 50 ლარით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252264757_378:291:1430:1080_1920x0_80_0_0_9988f5ab875980d9d11ae70222b5b27c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
ჯარიმები იზრდება: საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გამაფრთხილებელი ნიშნები დამონტაჟდება
21:28 22.07.2022 (განახლებულია: 21:59 22.07.2022) სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებით როგორც ფიზიკურმა, ასევე იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ მოქალაქეების ინფორმირების მიზნით სახელმწიფო საზღვარზე გამაფრთხილებელი ნიშნების დამონტაჟება დაიწყო.
„გამაფრთხილებელი ნიშნები სახელმწიფო საზღვრის ზონაში არაუმეტეს 5 კილომეტრში, სასაზღვრო ზოლში კი 500 მეტრის სიგანის ნაწილში დამონტაჟდება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2022 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ამოქმედდება ცვლილებები, რაც სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმების ზრდას გულისხმობს.
სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებით როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას უნდა მიმართოს.
ამისათვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ „საშვის მაძიებლის განაცხადის“ ფორმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოფიციალურ
ვებ-გვერდზე, და თან დაურთონ პირადობის მოწმობის, ან პასპორტის მონაცემთა გვერდის ასლი და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
დღეისათვის სასაზღვრო ზონაში შესვლის, ასევე საქართველოში ბინადრობისა და რეგისტრაციის წესის ნებისმიერი დარღვევა ისჯება გაფრთხილებით ან 10-ლარიანი ჯარიმით.
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი – ტურისტული მოგზაურობისას, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას დაჯარმდება 20 ლარით, ან მიეცემა გაფრთხილება.
რაც შეეხება სასაზღვრო რეჟიმის სამრეწველო, სარეწი საქმიანობის, ობიექტის მომსახურების, მშენებლობის ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას დარღვევას, ფიზიკური პირი 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 200 ლარით დაჯარიმდება.
აღნიშნული ნორმების განმეორებით დარღვევისთვის ფიზიკური პირი 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 300 ლარით დაჯარიმდება.
იმ შემთხვევაში, თუ სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხებას გამოიწვევს, ჯარიმა 250 ლარი იქნება, ხოლო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვ.) დაზიანება ან განადგურება დაჯარიმდება 350 ლარის ოდენობით.
სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო, ვიდეო ან/და დრონით გადაღება დაჯარიმდება 50 ლარით.