რაჭაში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

© Department of Environmental Supervisionსახერხი საამქრო
სახერხი საამქრო - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთაში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეს სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევის საკარმიდამო ნაკვეთში წიწვოვანი სახეობის 40 ერთეული დაუფირნიშებელი, უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხეტყე (მორი) ამოიღეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, რადგანაც ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.
ყველა ახალი ამბავი
0