https://sputnik-georgia.com/20220722/ra-aneitralebs-warb-marils-qalis-organizmsi-268780285.html
რა ანეიტრალებს ჭარბ მარილს ქალის ორგანიზმში: მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტი
რა ანეიტრალებს ჭარბ მარილს ქალის ორგანიზმში: მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტი
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ქალის ორგანიზმზე მარილის უარყოფითი გავლენის შემცირება პრეპარატების გარეშე, გარკვეული სახის პროდუქტების მიღებითაა შესაძლებელი... 22.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-22T20:21+0400
2022-07-22T20:21+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24314/50/243145039_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_e0a783924bc61ee44f00f588423097da.jpg
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ქალის ორგანიზმზე მარილის უარყოფითი გავლენის შემცირება პრეპარატების გარეშე, გარკვეული სახის პროდუქტების მიღებითაა შესაძლებელი, აცხადებენ ამსტერდამის (ნიდერლანდი) უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია European Heart Journal-ში.კვლევაში 40-დან 79 წლამდე 11.267 მამაკაცი და 13.696 ქალი მონაწილეობდა. მათზე ექვსწლიანი დაკვირვების შემდეგ მეცნიერებმა გააანალიზეს კავშირი კალიუმის მოხმარებასა და არტერიულ წნევას შორის და აღმოაჩინეს, რომ:ანუ, რაც მეტია კალიუმი, მით ნაკლებია ნატრიუმი (მარილი) ორგანიზმში!მეცნიერების თქმით, იმისათვის, რომ ჭარბი მარილის მოხმარებით გამოწვეული პრობლემები ავირიდოთ თავიდან, ზრდასრულებმა დღეში 3.500 მგ კალიუმი უნდა მიიღონ — უმჯობესია, კალიუმით მდიდარი პროდუქტების სახით.კალიუმით ყველაზე მდიდარი ხუთი პროდუქტების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:კალიუმით ასევე მდიდარია: ხორბლის ქატო, რძე, ლობიო, ფსტა, ზღვის კომბოსტო, მსხლის ჩირი, შავი ქლიავი, ქიშმიში, ოხრახუში, ისპანახი, ნუში, ლეღვის ჩირი, არაქისი, კარტოფილი, ქამა სოკო, ქინძი, მჟაუნა, თევზი პალტუსი და სხვ.გახსოვდეთ: კალიუმის ათვისებას ხელს უწყობს ვიტამინი B6, ხელს უშლის ალკოჰოლი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24314/50/243145039_32:0:1739:1280_1920x0_80_0_0_1b8f28611b0e287c67fd5254529e0c6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ქალის ორგანიზმზე მარილის უარყოფითი გავლენის შემცირება პრეპარატების გარეშე, გარკვეული სახის პროდუქტების მიღებითაა შესაძლებელი, აცხადებენ ამსტერდამის (ნიდერლანდი) უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია
European Heart Journal-ში.
კვლევაში 40-დან 79 წლამდე 11.267 მამაკაცი და 13.696 ქალი მონაწილეობდა. მათზე ექვსწლიანი დაკვირვების შემდეგ მეცნიერებმა გააანალიზეს კავშირი კალიუმის მოხმარებასა და არტერიულ წნევას შორის და აღმოაჩინეს, რომ:
ადამიანებს, რომლებიც ბევრ კალიუმს იღებდნენ, 13%-ით ნაკლებად ემუქრებოდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, ვიდრე მათ, ვინც ცოტა კალიუმს იღებდა. უფრო მეტიც, ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით გამოხატული იყო ქალებში. მარილიანი საკვების მოყვარულ ქალებს, რომლებიც დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით იღებდნენ კალიუმს, არტერიული წნევა ნორმალური ჰქონდათ.
ანუ, რაც მეტია კალიუმი, მით ნაკლებია ნატრიუმი (მარილი) ორგანიზმში!
მეცნიერების თქმით, იმისათვის, რომ ჭარბი მარილის მოხმარებით გამოწვეული პრობლემები ავირიდოთ თავიდან, ზრდასრულებმა დღეში 3.500 მგ კალიუმი უნდა მიიღონ — უმჯობესია, კალიუმით მდიდარი პროდუქტების სახით.
კალიუმით ყველაზე მდიდარი ხუთი პროდუქტების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
100 გრამი თეთრი სოკო (გამხმარი) — შეიცავს 3.937 მგ კალიუმს, რაც დღიური საჭიროების 157%-ს შეადგენს;
ატმის ჩირი, 100 გრამი — 2.043 მგ კალიუმი, დღიური ნორმის 82%;
ურიუკი (კურკიანი გარგარის ჩირი), 100 გრამი — 1.781 მგ კალიუმი, დღიური ნორმის 71%;
კურაგა (უკურკო გარგარის ჩირი), 100 გრამი — 1.717 მგ კალიუმი, დღიური ნორმის 69%;
სოიოს მარცვლები, 100 გრამი — 1.607 მგ კალიუმი, დღიური ნორმის 64%.
კალიუმით ასევე მდიდარია: ხორბლის ქატო, რძე, ლობიო, ფსტა, ზღვის კომბოსტო, მსხლის ჩირი, შავი ქლიავი, ქიშმიში, ოხრახუში, ისპანახი, ნუში, ლეღვის ჩირი, არაქისი, კარტოფილი, ქამა სოკო, ქინძი, მჟაუნა, თევზი პალტუსი და სხვ.
გახსოვდეთ: კალიუმის ათვისებას ხელს უწყობს ვიტამინი B6, ხელს უშლის ალკოჰოლი.