https://sputnik-georgia.com/20220722/ivanishvilis-advokati-prezidentis-gancxadebaze-268781303.html
„უცნაური შეფასებაა" - ივანიშვილის ადვოკატი პრეზიდენტის განცხადებაზე
„უცნაური შეფასებაა" - ივანიშვილის ადვოკატი პრეზიდენტის განცხადებაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ადვოკატების კომპეტენციაზე, განაცხადა ქართველი მილიარდერის... 22.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-22T17:35+0400
2022-07-22T17:35+0400
2022-07-22T20:53+0400
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/26/248382619_0:69:3000:1757_1920x0_80_0_0_c6b4bfb30664576b61df87a851a5b17b.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ადვოკატების კომპეტენციაზე, განაცხადა ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველმა ვიქტორ ყიფიანმა.გუშინ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილის შესახებ ნეგატიური ჩანაწერი იმის გამო გაჩნდა, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველი პარტია და ივანიშვილის ადვოკატები საკუთარი არგუმენტებით სტრასბურგში არ ჩასულან.მისი თქმით, ადვოკატი დაკავებულია ადვოკატირებით და არა სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ლობირებით, მით უმეტეს, როცა საუბარია პოლიტიკური დატვირთვის მქონე დოკუმენტზე.„ასეთ დროს კერძო დავაზე წარმომადგენელი იურიდიული მრჩეველი რა სტატუსით და რა ფორმატით უნდა შედიოდეს კომუნიკაციაში ევროპარლამენტარებთან, ეს არის ის კითხვა, რაზეც, ალბათ, ქალბატონ სალომეს რომ სათანადო რჩევა და კონსულტაცია გაევლო, მისი პასუხი უფრო დამაჯერებელი და უფრო ზუსტი იქნებოდა“, – განაცხადა ყიფიანმა.9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელშიც სხვა პუნქტებთან ერთად საუბარია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე. დოკუმენტის თანახმად, ივანიშვილი ერთადერთი ოლიგარქია საქართველოში, რომელსაც კრემლთან პირადი და საქმიანი კავშირები აქვს, რაც განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან დაკავშირებით.როგორც ადრე ყიფიანმა განაცხადა, ივანიშვილი მის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემოღების საკითხს მშვიდად უყურებს. როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები პრაქტიკულად 4 მარტიდან მოქმედებს, ბიზნესმენი შვეიცარიული ბანკიდან საკუთარი თანხების მიღებას ვერ ახერხებს.ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ის წინააღმდეგ სარჩელი ხუთი წლის წინ შეიტანა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად – 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ ივანიშვილმა მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა. საბოლოოდ ივანიშვილმა მიმდინარე წლის მარტში მოიგო სასამართლო პროცესი, თუმცა თანხის დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/26/248382619_284:0:2717:1825_1920x0_80_0_0_66ae030abac52fe7af9684c96dcb2d88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ადვოკატების კომპეტენციაზე, განაცხადა ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველმა ვიქტორ ყიფიანმა.
გუშინ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილის შესახებ ნეგატიური ჩანაწერი იმის გამო გაჩნდა, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველი პარტია და ივანიშვილის ადვოკატები საკუთარი არგუმენტებით სტრასბურგში არ ჩასულან.
„ძალიან საინტერესოდ უცნაური შეფასება მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან და ეს იმდენად უცნაური იყო, რომ ძალიან ფაქტობრივ ღრმა ხარვეზს შეიცავდა. ეს ხარვეზი გამოიხატებოდა ადვოკატის უფლებების ინტერპრეტირებაში და წაკითხვაში ისეთ დოკუმენტთან მიმართებაში, როგორიც არის ევროპარლამენტის რეზოლუცია“, – განაცხადა ყიფიანმა „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, ადვოკატი დაკავებულია ადვოკატირებით და არა სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ლობირებით, მით უმეტეს, როცა საუბარია პოლიტიკური დატვირთვის მქონე დოკუმენტზე.
„ასეთ დროს კერძო დავაზე წარმომადგენელი იურიდიული მრჩეველი რა სტატუსით და რა ფორმატით უნდა შედიოდეს კომუნიკაციაში ევროპარლამენტარებთან, ეს არის ის კითხვა, რაზეც, ალბათ, ქალბატონ სალომეს რომ სათანადო რჩევა და კონსულტაცია გაევლო, მისი პასუხი უფრო დამაჯერებელი და უფრო ზუსტი იქნებოდა“, – განაცხადა ყიფიანმა.
9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელშიც სხვა პუნქტებთან ერთად საუბარია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე. დოკუმენტის თანახმად, ივანიშვილი ერთადერთი ოლიგარქია საქართველოში, რომელსაც კრემლთან პირადი და საქმიანი კავშირები აქვს, რაც განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან დაკავშირებით.
როგორც ადრე ყიფიანმა განაცხადა, ივანიშვილი მის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემოღების საკითხს მშვიდად უყურებს. როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები პრაქტიკულად 4 მარტიდან მოქმედებს, ბიზნესმენი შვეიცარიული ბანკიდან საკუთარი თანხების მიღებას ვერ ახერხებს.
ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ის წინააღმდეგ სარჩელი ხუთი წლის წინ შეიტანა. რუსეთში არსებული საკუთარი აქტივების ორ ეტაპად – 2005 და 2011 წლებში გაყიდვის შემდეგ ივანიშვილმა მიღებული თანხა ბანკში განათავსა. საუბარია 755 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტზე. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ თაღლითური ოპერაციების შედეგად მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მილიონი დოლარი გაქრა.
ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა. საბოლოოდ ივანიშვილმა მიმდინარე წლის მარტში მოიგო სასამართლო პროცესი, თუმცა თანხის დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებს.