მოსაზრება: „დიმიტრი დონსკოი“ მსოფლიო ოკეანეზე კონტროლს „ბელგოროდს“ გადაულოცავს

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
მსოფლიო ოკეანეში რუსეთის წყალქვეშა ფლოტის სიძლიერესა და ლიდერობას განამტკიცებს წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი“, ბორტზე უპილოტო „პოსეიდონებით“.
ბოლო 30 წელიწადში მსოფლიოში აგებული ყველაზე დიდი ატომური წყალქვეშა გემი „ბელგოროდი“ 8 ივლისს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში შევიდა. ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაში საცდელი ექსპლუატაციის შემდეგ ხომალდი კურსს აიღებს მუდმივი ბაზირების წერტილისკენ წყნარი ოკეანის ფლოტში.
თერმობირთვული ტორპედოების პირველ გადამზიდს შეუძლია ამოცანების გადაჭრა მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ რაიონში. რუსეთი შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2027 წლამდე სამ მსგავს ხომალდს ააგებს, მეოთხე ახალი პროგრამის ნაწილი იქნება.
წყალწყვით (48 ათასი ტონა) ყველაზე დიდი ხომალდი რუსეთის სამხედრო-საზღვარო ფლოტის საბრძოლო მწყობრში და მსოფლიო ოკეანეში ასევე პროექტ 941-ის სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა სარაკეტო კრეისერი „დიმიტრი დონსკოია“. თუმცა ექსპერიმენტული „ბელგოროდი“ სიმძლავრით მსოფლიოს უდავო ჩემპიონია. ექვსი 100-მეგატონიანი თერმობირთვული ტორპედო „პოსეიდონი“ მზადაა ბრძოლაში გამოსაყენებლად და გამიზნულია მოწინააღმდეგის ავიამზიდი დაჯგუფებების, სანაპირო სიმაგრეების, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.
რუსეთის წყალქვეშა ფლოტი მსოფლიოს უძლიერეს სამეულშია. პირველ ადგილზე წყალქვეშა ხომალდების რაოდენობით ჩინეთია, მესამეზე – აშშ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგვიანებით შეამჩნია საკონტინენტთაშორისო ბირთვული ტორპედო 2М39, რომლისგან დაცვის საშუალებაც მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ გააჩნია.

ტექნოლოგიური საოცრება

09852 პროექტის მრავალმიზნობრივ კვლევით წყალქვეშა ხომალდ „ბელგოროდს“ შეუძლია 1000 მეტრის სიღრმეზე მოქმედება. ესაა მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ნავი – 184 მეტრი. კონსტრუქციული თავისებურება ნაკარნახებია ბორტზე დაახლოებით 1,6 მეტრიანი დიამეტრის 24-მეტრიანი უპილოტო აპარატისა და ატომური ღრმაწყლოვანი АС-15 ტიპის კვლევითი სადგურის განთავსების აუცილებლობით. შესადარებლად – აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სტრატეგიული წყალქვეშა გემის სიგრძეა 170 მეტრი, წყალწყვა – 18,7 ათასი ტონა.
საკონტინენტთაშორისო უპილოტო გადამზიდების ხაზს გახსნის 098531 პროექტის ატომური წყალქვეშა გემი „ხაბაროვსკი“. მისი ძირითადი მახასიათებლები გასაიდუმლოებულია. ღია წყაროების თანახმად, ხომალდი აღჭურვილია პრინციპულად ახალი ბირთვული ენერგეტიკული დანადგარით, კორპუსი ჩამოგავს უახლეს სტრატეგიულ რაკეტმზიდ „ბორეის“.
ავტონომიური აპარატი „პოსეიდონი“, 100-მეგატონიანი ქობინითა და ბირთვული ენერგეტიკული დანადგარით – მეტად სერიოზული შემაკავებელი ინსტრუმენტია. მას შეუძლია 185 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა 1000 მეტრის სიღრმეზე და მიუწვდომელია სავარაუდო მოწინააღმდეგის ტორპედოებისა და რაკეტებისთვის. სიშორე – დაახლოებით 10 ათასი კილომეტრია. ავტონომიური მართვის სისტემა საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს და გადალახოს ნავსაწინააღმდეგო ბარიერები, თავდაცვის სხვა სისტემები და უზრუნველყოფს ხომალდის დაცვასა და სიზუსტეს.
გამოცემა Daily Mail აღნიშნავს, რომ ღრმაწყლოვანი უპილოტო აპარატების სიმძლავრე საკმარისია „მთელი ქალაქების გასანადგურებლად“. სანაპიროს მახლობლად მისი გამოყენება გამოიწვევს 500-მეტრიან რადიოაქტიურ ცუნამის.
ასეთი „ტორპედოს“ აღმოჩენა ოკეანეში მარტივი არ არის. დაბალ სიჩქარეზე ის პრაქტიკულად უხმაუროდ მოძრაობს. ამერიკელი სპეციალისტების წინადადება, „დათესონ“ სენსორული ნაღმები და ტორპედოები ოკეანის ფსკერზე – სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდანაა. STRATCOM-ის ხელმძღვანელმა ჯონ ჰაიტენმა კონგრესში მოსმენებზე შეშფოთებით აღნიშნა, რომ „პოსეიდონზე“, როგორც შეიარაღების პრინციპულად ახალ სისტემაზე, არ ვრცელდება SNV-III-ის შეთანხმებით გათვალისწინებული შეზღუდვები და აშშ-ში მის ანალოგზე მუშაობა არ მიმდინარეობს.
გასათვალისწინებელია, რომ თერმობირთვულ უპილოტო აპარატს „შეუძლია აშშ-ის სანაპირო ხაზს მისწვდეს ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ნებისმიერი წერტილიდან“ და გამოყენებული იქნება რუსეთის მიმართ აგრესიის მოსაგერიებლად.
წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი“ და უპილოტო „პოსეიდონი“ დასავლეთს ახსენებენ: კოლექტიური დასავლეთის პროვოკაციული სამხედრო აქტივობა რუსეთის საზღვრების მახლობლად, მოსკოვთან „ძალის პოზიციიდან“ დიალოგის გამართვის მცდელობა, პროქსიომები პოსტსაბჭოურ სივრცეზე – მეტად სახიფათოა და საფრთხეს უქმნის აშშ-ის და ნატოს სხვა ქვეყნების არსებობას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0