https://sputnik-georgia.com/20220722/batumis-dinamo-damarcxda-saburtalo-girseulad-ibrzvis-268779865.html
ბათუმის „დინამო“ პოლონეთში განადგურდა - „საბურთალო“ ბრძოლას ღირსეულად აგრძელებს
ბათუმის „დინამო“ პოლონეთში განადგურდა - „საბურთალო“ ბრძოლას ღირსეულად აგრძელებს
Sputnik საქართველო
ქართული კლუბები კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებს 28 ივლისს გამართავენ. 22.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-22T17:11+0400
2022-07-22T17:11+0400
2022-07-22T20:44+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/05/267153593_0:85:1600:985_1920x0_80_0_0_68434b44b4f5c849a549e23803490bd5.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ პოლონეთის ჩემპიონ „ლეხ პოზნანთან“ დამარცხდა, თბილისის „საბურთალომ“ კი რუმინულ „სტიაუასთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.აღსანიშნავია, რომ ბათუმელები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ „სლოვანთან“ დამარცხდნენ და, როგორც ჩანს, დრამატულად წაგებული მატჩის შემდეგ „ლეხთან“ თამაშისთვის ხასიათი ვერ გამოისწორეს.გია გეგუჩაძის შეგირდებმა პირველივე ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაუშვეს. მასპინძლებმა ანგარიში მე-10 წუთზე მიხალ სკორაშის შორეული დარტყმით გახსნეს, რასაც 24-ე წუთზე პორტუგალიელი ჟოაო ამარალის გოლი მოჰყვა. მატჩის 33-ე წუთზე სკორაშმა სახიფათოდ დაარტყა, ბურთი კობახიძეს მოხვდა და სხვაობა სამამდე გაიზარდა.მატჩის მეორე ნახევარი კვლავ პოლონელთა უპირატესობით გაგრძელდა, 66-ე წუთზე ამარალიმ დუბლის გაფორმება მოახერხა, ბოლო წუთზე კი მასპინძელთა კაპიტანმა ისჰაკმა საბოლოო წერტილი დასვა და მეხუთე გოლი შეაგდო.შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თავი ვერაფრით გაიმართლა გია გეგუჩაძემ. ქართველმა სპეციალისტმა შეცდომებზე ისაუბრა და გულშემატკივარს მარცხისთვის ბოდიში მოუხადა.თავის მხრივ, ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა თბილისის „საბურთალომ“ და საკუთარი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა. ლაშა ნოზაძის გუნდმა კონფერენს-ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანური „პარტიზანი“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა, ახლა კი რუმინეთში გამგზავრებამდე მესამე ეტაპზე გასვლის რეალური შანსი დაიტოვა.პირველ ტაიმში „საბურთალო“ მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, რაც შედეგზე მალევე აისახა, ტაიმი 41-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილის მიერ გატანილი გოლით დასრულდა. მეორე ტაიმში გუნდებმა რამდენიმე მომენტი გაცვალეს, თუმცა გოლი აღარ გასულა და შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.ბათუმის „დინამო“ და თბილისის „საბურთალო“ განმეორებით მატჩებს 28 ივლისს გამართავენ.აღსანიშნავია, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემთხვევაში ორივე ქართულ გუნდს შედარებით სუსტი მეტოქე ეყოლება. „დინამოს" ისლანდიურ „ვიკინკურსა" და უელსის „ნიუ სეინტსს" შორის გამარჯვებული, ხოლო საბურთალოს ფარერის კუნძულების „ვიკინგურსა" და სლოვაკურ „დუნაისკა სტრედას" შორის უკეთესი დაუპირისპირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/05/267153593_0:0:1424:1068_1920x0_80_0_0_81136a40a71825748d8d5eab4bba646b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ბათუმის „დინამო“ პოლონეთში განადგურდა - „საბურთალო“ ბრძოლას ღირსეულად აგრძელებს
17:11 22.07.2022 (განახლებულია: 20:44 22.07.2022) ქართული კლუბები კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებს 28 ივლისს გამართავენ.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ პოლონეთის ჩემპიონ „ლეხ პოზნანთან“ დამარცხდა, თბილისის „საბურთალომ“ კი რუმინულ „სტიაუასთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმელები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ „სლოვანთან“ დამარცხდნენ და, როგორც ჩანს, დრამატულად წაგებული მატჩის შემდეგ „ლეხთან“ თამაშისთვის ხასიათი ვერ გამოისწორეს.
გია გეგუჩაძის შეგირდებმა პირველივე ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაუშვეს. მასპინძლებმა ანგარიში მე-10 წუთზე მიხალ სკორაშის შორეული დარტყმით გახსნეს, რასაც 24-ე წუთზე პორტუგალიელი ჟოაო ამარალის გოლი მოჰყვა. მატჩის 33-ე წუთზე სკორაშმა სახიფათოდ დაარტყა, ბურთი კობახიძეს მოხვდა და სხვაობა სამამდე გაიზარდა.
მატჩის მეორე ნახევარი კვლავ პოლონელთა უპირატესობით გაგრძელდა, 66-ე წუთზე ამარალიმ დუბლის გაფორმება მოახერხა, ბოლო წუთზე კი მასპინძელთა კაპიტანმა ისჰაკმა საბოლოო წერტილი დასვა და მეხუთე გოლი შეაგდო.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თავი ვერაფრით გაიმართლა გია გეგუჩაძემ. ქართველმა სპეციალისტმა შეცდომებზე ისაუბრა და გულშემატკივარს მარცხისთვის ბოდიში მოუხადა.
„შესაფასებელი არაფერია... ჩემს ვალს მოვიხდი და მივულოცავ გამარჯვებას დღევანდელ მოწინააღმდეგეს. დღეს მინდორზე მხოლოდ ერთი გუნდი, „ლეხი“ იყო. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მოედანზე არ ვიყავით. ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა გია გეგუჩაძემ.
თავის მხრივ, ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა თბილისის „საბურთალომ“ და საკუთარი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა. ლაშა ნოზაძის გუნდმა კონფერენს-ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანური „პარტიზანი“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა, ახლა კი რუმინეთში გამგზავრებამდე მესამე ეტაპზე გასვლის რეალური შანსი დაიტოვა.
პირველ ტაიმში „საბურთალო“ მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, რაც შედეგზე მალევე აისახა, ტაიმი 41-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილის მიერ გატანილი გოლით დასრულდა. მეორე ტაიმში გუნდებმა რამდენიმე მომენტი გაცვალეს, თუმცა გოლი აღარ გასულა და შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ბათუმის „დინამო“ და თბილისის „საბურთალო“ განმეორებით მატჩებს 28 ივლისს გამართავენ.
აღსანიშნავია, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემთხვევაში ორივე ქართულ გუნდს შედარებით სუსტი მეტოქე ეყოლება. „დინამოს" ისლანდიურ „ვიკინკურსა" და უელსის „ნიუ სეინტსს" შორის გამარჯვებული, ხოლო საბურთალოს ფარერის კუნძულების „ვიკინგურსა" და სლოვაკურ „დუნაისკა სტრედას" შორის უკეთესი დაუპირისპირდება.