https://sputnik-georgia.com/20220722/bankis-zarcva--lonetsi-268788478.html
ბანკის ძარცვა პოლონეთში: თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ქართველები არიან
ბანკის ძარცვა პოლონეთში: თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ქართველები არიან
Sputnik საქართველო
დამნაშავეებმა ბანკის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. პოლიცია თავდამსხმელების კვალზე ამ დრომდე არ გასულა. 22.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-22T22:14+0400
2022-07-22T22:14+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
შემთხვევები
პოლონეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251637808_0:78:2640:1563_1920x0_80_0_0_3ee049f8b81c135464aa0007795565d5.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის დროს ნახევარი მილიონი ზლოტი გაიტაცეს, საქმეში, სავარაუდოდ, ოთხი ქართველი მამაკაცი ფიგურირებს.პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, პოლიციამ კი მათ კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლია. ყაჩაღური თავდასხმის დროს მამაკაცები ნიღბებით იყვნენ, თანხის გატაცების შემდეგ კი ავტომობილი შეიცვალეს.სავარაუდოდ, დაჯგუფება ბანკის საინკასაციო მანქანას რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა და თანხის გატაცების ყველა დეტალი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. თავდასხმის დროს ჯგუფის წევრებმა დაჭრეს დაცვის თანამშრომელი და ფულით სავსე ჩანთა დღისით, თვითმხილველების თანდასწრებით გაიტაცეს.პოლონურ მედიაში ასევე გასაჯაროვდა ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაც, რომელიც ჰყვება, რომ ოთხი მამაკაცი დაცვას თავს ცივი იარაღის გამოყენებით დაესხა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. მისი ცნობით, დამნაშავეები „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.მასმედიაში გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში თავდამსხმელებს, სავარაუდოდ, სხვა ავტომობილი ელოდებოდათ. ცნობილია ასევე, რომ თავდასხმის დროს დაცვის თანამშრომელმა იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიჭრა. პოლიციამ უკვე გააფრთხილა სამედიცინო დაწესებულებები, რომ საეჭვო პაციენტის გამოჩენისთანავე სამართალდამცველ ორგანოებს მიმართონ.გამოძიება მოქალაქეებს მიმართავს, დანაშაულის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში პოლიციის განყოფილებას აცნობონ. ახლა ყაჩაღური თავდასხმის მონაწილეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ მათ თანამზრახველებიც ჰყავდათ.
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251637808_0:34:2641:2014_1920x0_80_0_0_79c0a7533d44d58fcba492ca7cdc9721.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, პოლონეთი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
შემთხვევები, პოლონეთი , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ბანკის ძარცვა პოლონეთში: თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ქართველები არიან
22:14 22.07.2022 (განახლებულია: 15:45 20.07.2023) დამნაშავეებმა ბანკის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. პოლიცია თავდამსხმელების კვალზე ამ დრომდე არ გასულა.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის დროს ნახევარი მილიონი ზლოტი გაიტაცეს, საქმეში, სავარაუდოდ, ოთხი ქართველი მამაკაცი ფიგურირებს.
პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, პოლიციამ კი მათ კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლია. ყაჩაღური თავდასხმის დროს მამაკაცები ნიღბებით იყვნენ, თანხის გატაცების შემდეგ კი ავტომობილი შეიცვალეს.
სავარაუდოდ, დაჯგუფება ბანკის საინკასაციო მანქანას რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა და თანხის გატაცების ყველა დეტალი წინასწარ ჰქონდა გათვლილი. თავდასხმის დროს ჯგუფის წევრებმა დაჭრეს დაცვის თანამშრომელი და ფულით სავსე ჩანთა დღისით, თვითმხილველების თანდასწრებით გაიტაცეს.
პოლონურ მედიაში ასევე გასაჯაროვდა ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაც, რომელიც ჰყვება, რომ ოთხი მამაკაცი დაცვას თავს ცივი იარაღის გამოყენებით დაესხა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. მისი ცნობით, დამნაშავეები „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
მასმედიაში გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში თავდამსხმელებს, სავარაუდოდ, სხვა ავტომობილი ელოდებოდათ. ცნობილია ასევე, რომ თავდასხმის დროს დაცვის თანამშრომელმა იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიჭრა. პოლიციამ უკვე გააფრთხილა სამედიცინო დაწესებულებები, რომ საეჭვო პაციენტის გამოჩენისთანავე სამართალდამცველ ორგანოებს მიმართონ.
გამოძიება მოქალაქეებს მიმართავს, დანაშაულის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში პოლიციის განყოფილებას აცნობონ. ახლა ყაჩაღური თავდასხმის მონაწილეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ მათ თანამზრახველებიც ჰყავდათ.