https://sputnik-georgia.com/20220721/romansis-dedofali-86-wlisaa-kulturis-saministrom-nani-bregvazes-dabadebis-dre-miuloca-268749477.html
„რომანსის დედოფალი 86 წლისაა“ - კულტურის სამინისტრომ ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღე მიულოცა
„რომანსის დედოფალი 86 წლისაა“ - კულტურის სამინისტრომ ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღე მიულოცა
Sputnik საქართველო
ცოცხალ ლეგენდას იუბილეს ულოცავენ მეგობრები, კოლეგები და თაყვანისმცემლები.
2022-07-21T19:19+0400
2022-07-21T19:19+0400
2022-07-21T22:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს სიამაყე
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/15/268747597_0:0:1200:676_1920x0_80_0_0_7e655f917c900701a34ffa55955b8027.jpg
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ლეგენდარულ მომღერალს ნანი ბრეგვაძეს იუბილე კულტურის სამინისტრომ მიულოცა. საქართველოს სახალხო არტისტს, ღირსების ორდენის კავალერს, მრავალი თაობის საყვარელ მომღერალს ნანი ბრეგვაძეს, რომელსაც „რომანსის დედოფალს“ უწოდებენ, დღეს 86 წელი შეუსრულდა. ცოცხალ ლეგენდას იუბილეს ულოცავენ მეგობრები, კოლეგები, თაყვანისმცემლები.ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი. ნანი უკვე ექვსი წლის ასაკში რუსულ რომანსებსა და სიმღერებს მღეროდა.1961 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს. 1959–1964 წლებში ნანი ბრეგვაძე იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს“ სოლისტი, ამის შემდეგ 15 წელი მღეროდა ანსამბლ „ორერაში“, 1980 წლიდან კი სოლო კარიერა დაიწყო.„კაცი არასდროს უნდა დატოვო მარტო“: ნანი ბრეგვაძე პირადი ცხოვრების დეტალებს ასაჯაროებს >>მსახიობი გადაღებულია ფილმებში „ორერა სრული სვლით“, „სამკაული სატრფოსთვის“. მისი შესრულებით სიმღერები ჟღერს ფილმებში „დათა თუთაშხია“, „ვერის უბნის მელოდიები“, „შეხვედრა მთაში“ და ა.შ.1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2001 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვლავი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.მომღერლის მიერ მიღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/15/268747597_99:0:1200:826_1920x0_80_0_0_22ec0089a363d4aac9e87f7d05ed4a37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რომანსის დედოფალი 86 წელი იუბილე კულტურის სამინისტრო ნანი ბრეგვაძე დაბადების დღე მილოცვა
რომანსის დედოფალი 86 წელი იუბილე კულტურის სამინისტრო ნანი ბრეგვაძე დაბადების დღე მილოცვა
„რომანსის დედოფალი 86 წლისაა“ - კულტურის სამინისტრომ ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღე მიულოცა
19:19 21.07.2022 (განახლებულია: 22:18 21.07.2022) ცოცხალ ლეგენდას იუბილეს ულოცავენ მეგობრები, კოლეგები, თაყვანისმცემლები...
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ლეგენდარულ მომღერალს ნანი ბრეგვაძეს იუბილე კულტურის სამინისტრომ მიულოცა.
საქართველოს სახალხო არტისტს, ღირსების ორდენის კავალერს, მრავალი თაობის საყვარელ მომღერალს ნანი ბრეგვაძეს, რომელსაც „რომანსის დედოფალს“ უწოდებენ, დღეს 86 წელი შეუსრულდა. ცოცხალ ლეგენდას იუბილეს ულოცავენ მეგობრები, კოლეგები, თაყვანისმცემლები.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ქალბატონ ნანის, დღეგრძელობასა და შემოქმედებითად აქტიურ წლებს უსურვებს“, – ნათქვამია სამინისტროს მისალოც წერილში.
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი. ნანი უკვე ექვსი წლის ასაკში რუსულ რომანსებსა და სიმღერებს მღეროდა.
1961 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს. 1959–1964 წლებში ნანი ბრეგვაძე იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს“ სოლისტი, ამის შემდეგ 15 წელი მღეროდა ანსამბლ „ორერაში“, 1980 წლიდან კი სოლო კარიერა დაიწყო.
მსახიობი გადაღებულია ფილმებში „ორერა სრული სვლით“, „სამკაული სატრფოსთვის“. მისი შესრულებით სიმღერები ჟღერს ფილმებში „დათა თუთაშხია“, „ვერის უბნის მელოდიები“, „შეხვედრა მთაში“ და ა.შ.
1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2001 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვლავი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
მომღერლის მიერ მიღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
1983 — სსრკ სახალხო არტისტი
1974 — საქართველოს სახალხო არტისტი
1972 — საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი
1957 — ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი (მოსკოვი), ლაურეატი.