https://sputnik-georgia.com/20220721/roman-pipia-tbilisis-dinamos-yidis-268747999.html
რომან ფიფია თბილისის „დინამოს" ყიდის
რომან ფიფია თბილისის „დინამოს" ყიდის
Sputnik საქართველო
კლუბის პრეზიდენტმა „დინამო“ 2011 წლის იანვარში შეიძინა და მასში რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 21.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-21T18:37+0400
2022-07-21T18:37+0400
2022-07-21T22:08+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582357_0:0:2560:1441_1920x0_80_0_0_3c94a3960a8da77b65905022db28ebbf.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ყველაზე ტიტულოვანი ქართული საფეხბურთო კლუბის თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბის გაყიდვის, ან მისი მართვის ინვესტორებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. კლუბის პრეზიდენტის განცხადება „დინამოს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.„ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან თბილისის „დინამოს“ შეძენით", – ნათქვამია განცხადებაში.ფიფიას განცხადებით, იგი მზადაა კლუბის მართვა სააქციო საზოგადობასაც გადასცეს, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი იქნება.კლუბის პრეზიდენტის განმარტებით, მრავალი წლის მანძილზე „დინამო“ მისი მთავარი საზრუნავი იყო. თუმცა, ისევ კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, ფიფია დარწმუნებულია, რომ კლუბის გასხვისება სწორი გადაწყვეტილება იქნება.„ამ ეტაპზე ჩემი პირადი ფინანსური რესურსი კლუბის სამართავად არასაკმარისად მიმაჩნია“, – აღნიშნა ფიფიამ.მისი თქმით, უახლოეს პერიოდში იგი დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.თბილისის „დინამო“ 1925 წელს ჩამოყალიბდა. კლუბის მთავარი ტრიუმფი იყო 1981 წელს უეფას თასების თასის მოგება. დიუსელდორფში გამართულ საფინალო მატჩში „დინამომ“ გერმანიის საფეხბურთო გუნდს „კარლ ცაისს“ 2:1 მოუგო.2021/2022 წლების საქართველოს ჩეპიონატში „დინამო“ მეორე ადგილზეა გასული სეზონის ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582357_122:0:2378:1692_1920x0_80_0_0_e4fb275a54e38ee3f8116851b4458486.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რომან ფიფია თბილისის „დინამოს" ყიდის
18:37 21.07.2022 (განახლებულია: 22:08 21.07.2022) კლუბის პრეზიდენტმა „დინამო“ 2011 წლის იანვარში შეიძინა და მასში რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ყველაზე ტიტულოვანი ქართული საფეხბურთო კლუბის თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბის გაყიდვის, ან მისი მართვის ინვესტორებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. კლუბის პრეზიდენტის განცხადება „დინამოს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.
„ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან თბილისის „დინამოს“ შეძენით", – ნათქვამია განცხადებაში.
ფიფიას განცხადებით, იგი მზადაა კლუბის მართვა სააქციო საზოგადობასაც გადასცეს, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი იქნება.
„მზად ვარ განვიხილო თბილისის „დინამოს“ სააქციო საზოგადოების ფორმით მართვა, სადაც კლუბის აქტივების მფლობელები იქნებიან დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა საქმიანი და საზოგადოებრივი წრეებიდან, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი თბილისელების ჩართულობას ექნება, ვინაიდან თბილისის „დინამო“ იყო, არის და იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და მისი თილისმა“, – დაწერა ფიფიამ.
კლუბის პრეზიდენტის განმარტებით, მრავალი წლის მანძილზე „დინამო“ მისი მთავარი საზრუნავი იყო. თუმცა, ისევ კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, ფიფია დარწმუნებულია, რომ კლუბის გასხვისება სწორი გადაწყვეტილება იქნება.
„ამ ეტაპზე ჩემი პირადი ფინანსური რესურსი კლუბის სამართავად არასაკმარისად მიმაჩნია“, – აღნიშნა ფიფიამ.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში იგი დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.
თბილისის „დინამო“ 1925 წელს ჩამოყალიბდა. კლუბის მთავარი ტრიუმფი იყო 1981 წელს უეფას თასების თასის მოგება. დიუსელდორფში გამართულ საფინალო მატჩში „დინამომ“ გერმანიის საფეხბურთო გუნდს „კარლ ცაისს“ 2:1 მოუგო.
2021/2022 წლების საქართველოს ჩეპიონატში „დინამო“ მეორე ადგილზეა გასული სეზონის ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ შემდეგ.