პესკოვი: რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მეტად გაფუჭება შეუძლებელია

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობების უფრო მეტად გაფუჭება უკვე ძნელია, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ასე უპასუხა მან კითხვას, თუ როგორ აფასებს კრემლი რუსეთისთვის შესაძლო შედეგებს იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის კონგრესი მას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადებს.

„ჩვენ ძალიან უარყოფითად ვაფასებთ ასეთი ნაბიჯის შედეგებს, თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან რთულია ისეთი რამის გაკეთება, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დააზიანოს ურთიერთობა რუსეთსა და ამერიკას შორის. ეს ურთიერთობები უკვე ისედაც აღარ არის შესაშურ მდგომარეობაში“, — განაცხადა პესკოვმა.

როგორც მანამდე გაზეთი Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გააფრთხილა, რომ თუ სახელმწიფო დეპარტამენტი თავად არ ჩართავს რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში, ამას კონგრესი გააკეთებს.
ყველა ახალი ამბავი
0