Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კოშკელიშვილი: მეუბნებოდნენ ხომ არ გაგიჟდი, სად მიდიხარ, იქნებ მანიაკია, თუმცა მაინც წავედი

© courtesy of Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს და ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ის ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს ხშირად სტუმრობს.
ნუკი ყოველთვის გულახდილად საუბრობს პირად ცხოვრებაზე. ამჯერად გადაცემაში „ღამის პრაიმ-ტაიმი“ ისაუბრა, წლების წინ როგორ გაიცნო ინტერნეტით მომავალი მეუღლე ბენ ხაიმი.
„ზუსტად ცხრა წლის წინ გავიცანი ადამიანი ინტერნეტით. დაახლოებით ერთი წელი ვსაუბრობდით, მერე გადავწყვიტე წავსულიყავი მასთან ამერიკაში და გამეცნო პირადად. აბსოლუტურად ყველა ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, ხომ არ გაგიჟდი, სად მიდიხარ, იქნებ მანიაკია, იქნებ გიჟია, იქნებ საერთოდ არ არსებობს. მე არ დავუჯერე და მაინც წავედი“, – გაიხსენა ნუკიმ.
ამასთან, როგორც ნუკი ამბობს, ბენის ყველა ახლობელი მას არჩევანს უწონებს და მათ ძალიან უყვართ ნუკი.
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
ყვითელი ამბები
ნუკი კოშკელიშვილი ქმარს ეჯიბრება - ნახეთ სახალისო ვიდეო
„ბენის ყველა მეგობარს ჰყავს ცოლი, საცოლე ან შეყვარებული და სულ იძახიან, ღმერთო ჩემო, როგორ გაგიმართლა, რა კარგი გოგოა ნუკი, რა მაგარი ცოლია! საქართველოსთვის მაინცდამაინც გადასარევი შეიძლება არ ვიყო, მაგრამ იქ ეტყობა გავამართლე”.
ნუკი კოშკელიშვილი ამერიკელ ექიმზე ბენჯამენ ხაიმზე შვიდი წლის წინ გათხოვდა და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. წყვილს ერთი ვაჟი - ოლივერი ჰყავს. ნუკი ხშირად ჩამოდის საქართველოში და ვაჟსაც ასწავლის ქართულს. ცოტა ხნის წინ ნუკიმ საკუთარი კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა.
ყველა ახალი ამბავი
0