„მთელი ზაფხული ერთ დღეში“ - ბათუმი დიდი საბავშვო ფესტივალისთვის ემზადება

© photo: Sputnikანბანის კოშკი ბათუმში
ანბანის კოშკი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
ფესტივალის მიზანია ბავშვებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და რეკრეაციულ სივრცეებში კითხვის კულტურის დანერგვა.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ბათუმში 22 ივლისს დიდი საბავშვო ფესტივალი გაიმართება სახელწოდებით „მთელი ზაფხული ერთ დღეში“, იუწყება ღონისძიების ორგანიზატორი – საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და ის საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობებით იქნება დატვირთული.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ამოცანაა, ღონისძიება ყველა ასაკის აუდიტორიისთვის საინტერესო და თანამედროვე იყოს. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ სულ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდა შემოქმედთათვის, მედიაპროდუქტების შემქმნელებისთვის და ახალგაზრდა აუდიტორიას მუდმივად განახლებული პროგრამა შევთავაზოთ“, – განაცხადა „პირველი არხის“ გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვებისთვის, პროექტ „რანინასთან“ ერთად, „წიგნების თაროს“ წიგნების კითხვის რიგით მეორე ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიებაზე მისული ბავშვები და მათი მშობლები მთელი დღის განმავლობაში შეძლებენ ბუნებაში მოწყობილ კომფორტულ გარემოში იკითხონ, ეწვიონ „წიგნების თაროს“ სამკითხველო სივრცეს, გაცვალონ წიგნები და მიიღონ ლიტერატურასთან დაკავშირებული რჩევები. ამასთან, მოისმინონ საინტერესო ლექციები და ითამაშონ წამყვან ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ერთად.
საღამო საბავშვო მუსიკალური მეგა-შოუ „რანინას“ გრანდიოზული კონცერტით გაგრძელდება, რომელსაც დავით ალადაშვილი გაუძღვება. მაყურებელი სცენაზე „რანინას“ ყველა სეზონის მონაწილეს იხილავს და უკვე კარგად ცნობილ კომპოზიციებს და მსოფლიო ჰიტებს მოისმენს.
ყველა ახალი ამბავი
0