https://sputnik-georgia.com/20220721/mkvleloba-foniwalasi-dedis-dawrisa-da-mamakacis-mkvlelobistvis-axalgazrda-daakaves-268751292.html
მკვლელობა ფონიჭალაში: დედის დაჭრისა და მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ახალგაზრდა დააკავეს
მკვლელობა ფონიჭალაში: დედის დაჭრისა და მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ახალგაზრდა დააკავეს
Sputnik საქართველო
სავარაუდოდ, შვილმა დედა დანით დაჭრა, ხოლო მასთან მყოფი ერთი ადამიანი მოკლა.
2022-07-21T20:28+0400
2022-07-21T20:28+0400
2022-07-21T22:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3188e667e27875f32c3535b099cc75ea.jpg
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.როგორც გამოძიებამ დაადგინა, მიმდინარე წლის 19 ივლისს ფონიჭალის დასახლებაში 23 წლის მამაკაცმა დედა და მისი ნაცნობი მამაკაცი დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ქალს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სავარაუდო დამნაშავე მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობართან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ პუნქტით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ პუნქტებით, ასევე, სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გენდერის ნიშნით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას, აგრეთვე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_e22ee38d8be197ecf5321f9eb67cafd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მკვლელობა ფონიჭალა დედა დაჭრა მრგობარი მამაკაცი მკვლელობა ფაქტი ახალგაზრდა დაკავება
მკვლელობა ფონიჭალა დედა დაჭრა მრგობარი მამაკაცი მკვლელობა ფაქტი ახალგაზრდა დაკავება
მკვლელობა ფონიჭალაში: დედის დაჭრისა და მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ახალგაზრდა დააკავეს
20:28 21.07.2022 (განახლებულია: 22:20 21.07.2022) სავარაუდოდ, შვილმა დედა დანით დაჭრა, ხოლო მასთან მყოფი ერთი ადამიანი მოკლა.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, მიმდინარე წლის 19 ივლისს ფონიჭალის დასახლებაში 23 წლის მამაკაცმა დედა და მისი ნაცნობი მამაკაცი დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ქალს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სავარაუდო დამნაშავე მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობართან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ პუნქტით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ პუნქტებით, ასევე, სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გენდერის ნიშნით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას, აგრეთვე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.