https://sputnik-georgia.com/20220721/metros-sadgur-avlabris-rekonstruqcia-iwyeba-268715960.html
იწყება მეტროს სადგურ „ავლაბრის“ ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა
იწყება მეტროს სადგურ „ავლაბრის“ ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა
Sputnik საქართველო
რემონტის ფარგლებში სრულად მოწესრიგდება მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორია, სამუშაოების ჩატარებას კი დაახლოებით 8 თვე დასჭირდება. 21.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-21T10:03+0400
2022-07-21T10:03+0400
2022-07-21T14:49+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/14/268723504_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_11d42eb4a80c5c99358aba2a4ddea889.jpg
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. იწყება მეტროს სადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.მეტროს სადგურის რეაბილიტაცია თანხვედრაში იქნება ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ასრულებს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კი აღადგენს და თანამედროვე სტანდარტებით განაახლებს მეტროს სადგურის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. მწვანე კედელს.რეაბილიტაციის საწყის ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. როგორც კალაძემ აღნიშნა, შენობა-ნაგებობა ცუდ მდგომარეობაშია და ამ დროისათვის გამაგრების სამუშაოები ტარდება.თბილისის მერის თქმით, პარალელურად რეაბილიტაცია ჩაუტარდება ავლაბრისა და ერევნის სკვერებს, სადაც დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, განათებები და სარწყავი სისტემები. სამუშაოების ჩატარებას დაახლოებით 8 თვე დასჭირდება.მეტროს სადგურის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში ჩატარდება: კონსტრუქციების გამაგრებისა და დრენაჟის მოწყობის სამუშაოები; ვესტიბიულისა და სამეურნეო ოთახების შეკეთება/განახლება; საინჟინრო ქსელების შეკეთება–განახლება; ინტერიერის (იატაკის, კედლებისა და ჭერის) მოსაპირკეთებელი სამუშაოები, კერძოდ, ტაქტილური ბილიკების მოწყობა, ფასადის მოსაპირკეთებელი, ასევე სახურავის მოწყობის (ჰიდროიზოლაციისა და წყლის გადაყვანის სისტემების მოწყობა) სამუშაოები.გარდა ამისა, საზაფხულო არდადეგების პერიოდის გათვალისწინებით, ავლაბრის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში დაიწყო მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია. კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ასრულებს წყალმომარაგების ქსელის შეცვლის სამუშაოებს, ხოლო „თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგების ქსელს განაახლებს.მეტროს სადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 4,2 მლნ ლარია, შპს „ბადა გრუპი“ შეასრულებს, პროექტზე კი შპს „არტსტუდიო პროექტმა“ იმუშავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/14/268723504_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_8cf5ad8ccd8ce6aac0c0f498b666e01b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, საქართველო, ახალი ამბები
თბილისი დღეს, თბილისის მერია, საქართველო, ახალი ამბები
იწყება მეტროს სადგურ „ავლაბრის“ ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა
10:03 21.07.2022 (განახლებულია: 14:49 21.07.2022) რემონტის ფარგლებში სრულად მოწესრიგდება მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორია, სამუშაოების ჩატარებას კი დაახლოებით 8 თვე დასჭირდება.
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. იწყება მეტროს სადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მეტროს სადგურის რეაბილიტაცია თანხვედრაში იქნება ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ასრულებს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კი აღადგენს და თანამედროვე სტანდარტებით განაახლებს მეტროს სადგურის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. მწვანე კედელს.
რეაბილიტაციის საწყის ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. როგორც კალაძემ აღნიშნა, შენობა-ნაგებობა ცუდ მდგომარეობაშია და ამ დროისათვის გამაგრების სამუშაოები ტარდება.
„შიდა ინტერიერი მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება. ასევე სრულად განახლდება მეტროს სადგურის ფასადი. „მწვანე კედელი“, რომელიც ტერიტორიაზე არსებობდა, შენარჩუნდება და პროექტი ახალი ტექნოლოგიებით განხორციელდება, რომლის შემდეგაც ის კიდევ უფრო შთამბეჭდავი და ლამაზი იქნება. დაწყებული გვაქვს ქეთევან დედოფლის გამზირის სრული განახლებაც, რომლის ფარგლებში მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაც მთლიანად მოწესრიგდება“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პარალელურად რეაბილიტაცია ჩაუტარდება ავლაბრისა და ერევნის სკვერებს, სადაც დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, განათებები და სარწყავი სისტემები. სამუშაოების ჩატარებას დაახლოებით 8 თვე დასჭირდება.
მეტროს სადგურის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში ჩატარდება: კონსტრუქციების გამაგრებისა და დრენაჟის მოწყობის სამუშაოები; ვესტიბიულისა და სამეურნეო ოთახების შეკეთება/განახლება; საინჟინრო ქსელების შეკეთება–განახლება; ინტერიერის (იატაკის, კედლებისა და ჭერის) მოსაპირკეთებელი სამუშაოები, კერძოდ, ტაქტილური ბილიკების მოწყობა, ფასადის მოსაპირკეთებელი, ასევე სახურავის მოწყობის (ჰიდროიზოლაციისა და წყლის გადაყვანის სისტემების მოწყობა) სამუშაოები.
გარდა ამისა, საზაფხულო არდადეგების პერიოდის გათვალისწინებით, ავლაბრის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში დაიწყო მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია. კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ასრულებს წყალმომარაგების ქსელის შეცვლის სამუშაოებს, ხოლო „თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგების ქსელს განაახლებს.
მეტროს სადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 4,2 მლნ ლარია, შპს „ბადა გრუპი“ შეასრულებს, პროექტზე კი შპს „არტსტუდიო პროექტმა“ იმუშავა.