https://sputnik-georgia.com/20220721/kobaxize-ukrainis-xelisuflebas-saqartvelosi-meore-frontis-gaxsna-surs-268753826.html
კობახიძე: უკრაინის ხელისუფლებას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს
კობახიძე: უკრაინის ხელისუფლებას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს
Sputnik საქართველო
საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რამდენად სწორია ასეთი დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ
2022-07-21T23:16+0400
2022-07-21T23:16+0400
2022-07-21T23:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/09/250295842_0:8:1300:739_1920x0_80_0_0_00418d7f975e2d92f8f776e6d3fa98cd.jpg
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. უკრაინის ხელისუფლებას აქვს პირდაპირი სურვილი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე კომენტირებისას.ანდრეი კასიანოვმა საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ კიევი საქართველოსგან ელოდებოდა „უფრო ეფექტურ მხარდაჭერას“, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ცნებას შეესაბამება.მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რამდენად სწორია ასეთი დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან.მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში ანდრეი კასიანოვმა ასევე განაცხადა, რომ 2017 წლის ივლისში საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.დროებითი რწმუნებულის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში დაფიქსირებულმა სახელმწიფოთაშორისო დიალოგის ძირითადმა მექანიზმებმა, პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში, ჯერჯერობით ვერ ჰპოვეს პრაქტიკული განხორციელება.საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ ქვეყანა იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველოს არ გადაუცია შეიარაღება უკრაინისთვის, რადგან საკუთარ ტერიტორიაზე ახალი კონფლიქტი არ სურს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/09/250295842_85:0:1081:747_1920x0_80_0_0_e5cd2cfb3e8490882ed35ebf2b7a3d3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი კობახიძე უკრაინა ხელისუფლება საქართველო მეორე ფრონტი გახსნა
ირაკლი კობახიძე უკრაინა ხელისუფლება საქართველო მეორე ფრონტი გახსნა
კობახიძე: უკრაინის ხელისუფლებას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს
23:16 21.07.2022 (განახლებულია: 23:17 21.07.2022) საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რამდენად სწორია ასეთი დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. უკრაინის ხელისუფლებას აქვს პირდაპირი სურვილი, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე კომენტირებისას.
ანდრეი კასიანოვმა საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ კიევი საქართველოსგან ელოდებოდა „უფრო ეფექტურ მხარდაჭერას“, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ცნებას შეესაბამება.
„მოხდა იმის აფიშირება, რასაც ამდენი ხანი ვამბობდით. არის პირდაპირ გამოხატული სურვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რაც, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გაიმეორა კასიანოვმა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რამდენად სწორია ასეთი დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან.
მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში ანდრეი კასიანოვმა ასევე განაცხადა, რომ 2017 წლის ივლისში საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
დროებითი რწმუნებულის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში დაფიქსირებულმა სახელმწიფოთაშორისო დიალოგის ძირითადმა მექანიზმებმა, პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში, ჯერჯერობით ვერ ჰპოვეს პრაქტიკული განხორციელება.
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ ქვეყანა იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველოს არ გადაუცია შეიარაღება უკრაინისთვის, რადგან საკუთარ ტერიტორიაზე ახალი კონფლიქტი არ სურს.