https://sputnik-georgia.com/20220721/kaxetsi-azerbaijanis-sazrvris-mimartuebit-avtomagistralis-msenebloba-grzeldeba-268752696.html
კახეთში აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით ავტომაგისტრალის მშენებლობა გრძელდება
კახეთში აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით ავტომაგისტრალის მშენებლობა გრძელდება
Sputnik საქართველო
კახეთში 17-კილომეტრიანი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე თითქმის 295 მილიონი ლარი დაიხარჯება
2022-07-21T21:45+0400
2022-07-21T21:45+0400
2022-07-21T22:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
კახეთი
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
საქართველოს ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23050/47/230504764_0:46:3187:1839_1920x0_80_0_0_538b6015dc70895634544fcb9cfb763e.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის 17 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობაზე 294,7 მლნ ლარის ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.ხელისუფლებამ აღნიშნული თანხა მიიღო საკრედიტო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკთან გაფორმდა. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მარტის ბოლოს კახეთისა და თბილისის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი დაამტკიცა, რომლის ფარგლებში 109 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.აღნიშნული 17-კილომეტრიანი ნაწილი (საგარეჯო–ბადიაური) იქნება კახეთის ახალი ავტომაგისტრალის მეოთხე მონაკვეთი. ტენდერის პირობების მიხედვით, დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები საავტომობილო გზების დეპარტამენტში 31 აგვისტომდე უნდა წარადგინონ.მსოფლიო ბანკის მოთხოვნების მიხედვით, ტენდერში მონაწილე კომპანიას ბოლო 5 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 მილიონი დოლარის წლიური ბრუნვა და მინიმუმ 10 მილიონი დოლარის ლიკვიდური სახსრები.2021 წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობამ კახეთის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი წარმოადგინა და საგარეჯომდე 35,2 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე სამი ტენდერი გამოაცხადა. ეს ტენდერები გასული წლის ბოლოს დასრულდა და გამარჯვებულ კომპანიებთან ჯამში 537,8 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები გაფორმდა.მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული 17-კილომეტრიანი მონაკვეთის ჩათვლით, კახეთში ამ ეტაპზე 52,2 კილომეტრიანი ახალი ავტომაგისტრალი აშენდება, რომლის ჯამური ღირებულება 832,5 მლნ ლარს შეადგენს.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23050/47/230504764_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_5c497e425be814020c749649e8dead69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კახეთი აზერბაიჯანი საზღვარი ავტომაგისტრალი მშენებლობა
კახეთი აზერბაიჯანი საზღვარი ავტომაგისტრალი მშენებლობა
კახეთში აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით ავტომაგისტრალის მშენებლობა გრძელდება
21:45 21.07.2022 (განახლებულია: 22:40 21.07.2022) კახეთში 17-კილომეტრიანი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე თითქმის 295 მილიონი ლარი დაიხარჯება.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის 17 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობაზე 294,7 მლნ ლარის ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.
ხელისუფლებამ აღნიშნული თანხა მიიღო საკრედიტო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკთან გაფორმდა. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მარტის ბოლოს კახეთისა და თბილისის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი დაამტკიცა, რომლის ფარგლებში 109 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.
აღნიშნული 17-კილომეტრიანი ნაწილი (საგარეჯო–ბადიაური) იქნება კახეთის ახალი ავტომაგისტრალის მეოთხე მონაკვეთი.
ტენდერის პირობების მიხედვით, დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები საავტომობილო გზების დეპარტამენტში 31 აგვისტომდე უნდა წარადგინონ.
მსოფლიო ბანკის მოთხოვნების მიხედვით, ტენდერში მონაწილე კომპანიას ბოლო 5 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 მილიონი დოლარის წლიური ბრუნვა და მინიმუმ 10 მილიონი დოლარის ლიკვიდური სახსრები.
2021 წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობამ კახეთის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი წარმოადგინა და საგარეჯომდე 35,2 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე სამი ტენდერი გამოაცხადა. ეს ტენდერები გასული წლის ბოლოს დასრულდა და გამარჯვებულ კომპანიებთან ჯამში 537,8 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები გაფორმდა.
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული 17-კილომეტრიანი მონაკვეთის ჩათვლით, კახეთში ამ ეტაპზე 52,2 კილომეტრიანი ახალი ავტომაგისტრალი აშენდება, რომლის ჯამური ღირებულება 832,5 მლნ ლარს შეადგენს.