https://sputnik-georgia.com/20220721/faberjes-kvercxi-iaxtaze-268746678.html
რუსი ოლიგარქის დაკავებულ იახტაზე ფაბერჟეს კვერცხი იპოვეს
რუსი ოლიგარქის დაკავებულ იახტაზე ფაბერჟეს კვერცხი იპოვეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რუსი ბიზნესმენის სუპერიახტაზე, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებამ კუნძულ ფიჯიზე დააკავა, სავარაუდოდ, ფაბერჟეს კვერცხია ნაპოვნი... 21.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-21T17:04+0400
2022-07-21T17:04+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23116/63/231166309_0:40:1000:603_1920x0_80_0_0_4f15519466ac7eb70c35a0024d0156db.jpg
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რუსი ბიზნესმენის სუპერიახტაზე, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებამ კუნძულ ფიჯიზე დააკავა, სავარაუდოდ, ფაბერჟეს კვერცხია ნაპოვნი, განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ლიზა მონაკომ ასპენში მიმდინარე უშიშროების ფორუმზე, როდესაც რუსული აქტივების გაყინვაში სამართალდამცველი ორგანოების როლზე საუბრობდა.ამასთან მას არ დაუკონკრეტებია, ვის ეკუთვნის აღნიშნული იახტა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ დროისათვის 300 მილიონ დოლარად შეფასებული იახტა სახელად Amadea სან-დიეგოს ყურეში დგას, სადაც ამერიკის სამართალდამცველმა ორგანოებმა გასული თვის ბოლოს ჩაიყვანეს ფიჯიდან.მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ძვირფასი თვლებით შემკული კვერცხი ნამდვილად ფაბერჟეს ნაკეთობა აღმოჩნდება, ის მილიონობით დოლარი ეღირება.ფაბერჟეს კვერცხები სიმდიდრისა და ფუფუნების სინონიმად იქცა მას შემდეგ, რაც 1885 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრ მესამემ იუველირ ფაბერჟეს დაუკვეთა მისი დამზადება მეუღლისთვის საჩუქრად. ფაბერჟეს კვერცხის ჩუქება რომანოვების ოჯახის ტრადიციად იქცა მთელი მომდევნო 30 წლის განმავლობაში.ფაბერჟემ სულ 50 კვერცხი დაამზადა იმპერატორის ოჯახისთვის, რომელთაგან ნაწილი დაიკარგა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23116/63/231166309_72:0:929:643_1920x0_80_0_0_a2a243c82d41f393d01b56bca9a0cd87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რუსი ბიზნესმენის სუპერიახტაზე, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებამ კუნძულ ფიჯიზე დააკავა, სავარაუდოდ, ფაბერჟეს კვერცხია ნაპოვნი, განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ლიზა მონაკომ ასპენში მიმდინარე უშიშროების ფორუმზე, როდესაც რუსული აქტივების გაყინვაში სამართალდამცველი ორგანოების როლზე საუბრობდა.
„გადავიდეთ ყველაზე პიკანტურზე — იახტებზე. ჩვენ მართლაც საინტერესო ნივთებს ვპოულობთ... ერთ-ერთ იახტაზე, სავარაუდოდ, ფაბერჟეს კვერცხი ვიპოვეთ. ასე რომ, სულ უფრო და უფრო საინტერესო რამეები ხდება“, — განაცხადა მონაკომ.
ამასთან მას არ დაუკონკრეტებია, ვის ეკუთვნის აღნიშნული იახტა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ დროისათვის 300 მილიონ დოლარად შეფასებული იახტა სახელად Amadea სან-დიეგოს ყურეში დგას, სადაც ამერიკის სამართალდამცველმა ორგანოებმა გასული თვის ბოლოს ჩაიყვანეს ფიჯიდან.
„ჩვენ მთელ მსოფლიოში ვმუშაობთ კოლეგებთან სამართალდამცველი ორგანოებიდან, რათა ჩხრეკები ჩავატაროთ ამ იახტებზე და დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს უფლება, მივმართოთ სასამართლოს, დავაპატიმროთ ისინი და შემდეგ მისგან მიღებული შემოსავლის კონფისკაცია მოვახდინოთ“, — განაცხადა მონაკომ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ძვირფასი თვლებით შემკული კვერცხი ნამდვილად ფაბერჟეს ნაკეთობა აღმოჩნდება, ის მილიონობით დოლარი ეღირება.
ფაბერჟეს კვერცხები სიმდიდრისა და ფუფუნების სინონიმად იქცა მას შემდეგ, რაც 1885 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრ მესამემ იუველირ ფაბერჟეს დაუკვეთა მისი დამზადება მეუღლისთვის საჩუქრად. ფაბერჟეს კვერცხის ჩუქება რომანოვების ოჯახის ტრადიციად იქცა მთელი მომდევნო 30 წლის განმავლობაში.
ფაბერჟემ სულ 50 კვერცხი დაამზადა იმპერატორის ოჯახისთვის, რომელთაგან ნაწილი დაიკარგა.