მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ამერიკელი სენატორები რუსეთის ქმედებების გენოციდად აღიარებას მოითხოვენ: რეზოლუცია სენატშია

  - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა უკრაინაში რუსეთის ქმედებების გენოციდად აღიარება მოითხოვა და შესაბამისი რეზოლუციაც წარადგინა, რომელიც სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის საიტზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის ავტორი შვიდი სენატორია: ჯიმ რიში, ბენ კარდინი, როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენტალი, რობ პორტმანი, ჯინ შაჰინი და ლინდსი გრემი.
როგორც კომიტეტის საიტზეა ნათქვამი, აღნიშნული რეზოლუცია სენატში უკრაინის პირველი ლედის ელენა ზელენსკაიას კონგრესისადმი მიმართვის შემდეგ შევიდა.

„არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, გენოციდია. <....> დადგა დრო, რომ შეერთებულმა შტატებმა და მთელმა მსოფლიომ [რუსეთის ქმედებები უკრაინაში] გენოციდად აღიაროს“, — განაცხადა სენატორმა რიშმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე შეაფასა გენოციდად ვლადიმირ პუტინის პოლიტიკა. ამ შეფასებას არ დაეთანხმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მისი თქმით, „ასეთი ტერმინების გამოყენებასთან სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან რუსები და უკრაინელები ძმები არიან“.
წყარო: Foreign Senate
ყველა ახალი ამბავი
0