https://sputnik-georgia.com/20220720/tbilisshi-mcvane-nargavebis-dazianebistvis-jarimebi-mkacrdeba-268717854.html
თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები იზრდება
თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები იზრდება
Sputnik საქართველო
როგორც მერმა აღნიშნა, სპეციალისტი, რომელიც მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე არასწორ დასკვნას გასცემს, პირველ შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. 20.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-20T18:35+0400
2022-07-20T18:35+0400
2022-07-20T21:27+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23766/40/237664001_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_c9484162c7dcee8f5a32a0d82ca92373.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხვის, ასევე მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის პირი 5 ათასი ლარით დაჯარიმდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.მისი თქმით, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდას. იგი ძალაში 19 ივლისიდან შევიდა.როგორც კალაძემ აღნიშნა, პირველ შემთხვევაში ჯარიმა, აქამდე არსებული 500 ლარის ნაცვლად, 5 ათასი ლარი იქნება, ხოლო კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 10 ათასი ლარი, 1 ათასი ლარის ნაცვლად.მისი განმარტებით, არის ბევრი შემთხვევა, როდესაც ჯანსაღ ხეებს ჭრიან, მიზანმიმართულად აზიანებენ, რათა მომავალში მშენებლობა დაიწყონ.როგორც მერმა აღნიშნა, სპეციალისტი, რომელიც მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე არასწორ დასკვნას გასცემს, პირველ შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი მას შეიძლება შეუჩერდეს ლიცენზია და აეკრძალოს საქმიანობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23766/40/237664001_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_572715012758b8f768738148cdd5f90b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები იზრდება
18:35 20.07.2022 (განახლებულია: 21:27 20.07.2022) როგორც მერმა აღნიშნა, სპეციალისტი, რომელიც მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე არასწორ დასკვნას გასცემს, პირველ შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხვის, ასევე მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის პირი 5 ათასი ლარით დაჯარიმდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდას. იგი ძალაში 19 ივლისიდან შევიდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პირველ შემთხვევაში ჯარიმა, აქამდე არსებული 500 ლარის ნაცვლად, 5 ათასი ლარი იქნება, ხოლო კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 10 ათასი ლარი, 1 ათასი ლარის ნაცვლად.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ დედაქალაქში მწვანე ნარგავების მოვლა, შენარჩუნება, მათი განახლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო წლებში, 2017 წლიდან დღემდე საზოგადოება ხედავს, თუ რამდენი კარგი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.
მისი განმარტებით, არის ბევრი შემთხვევა, როდესაც ჯანსაღ ხეებს ჭრიან, მიზანმიმართულად აზიანებენ, რათა მომავალში მშენებლობა დაიწყონ.
როგორც მერმა აღნიშნა, სპეციალისტი, რომელიც მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე არასწორ დასკვნას გასცემს, პირველ შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი მას შეიძლება შეუჩერდეს ლიცენზია და აეკრძალოს საქმიანობა.