სუმო: ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე მეექვსე გამარჯვება იზეიმა

© AFP 2024 / JIJI PRESSმამუკა გორგაძე
მამუკა გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
ტოჩინოშინს წოდებაში დაწინაურებისთვის დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან მინიმუმ ორი გამარჯვება სჭირდება.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირზე მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და დადებით ბალანსზე გავიდა.
34 წლის ქართველმა სუმოისტმა, რომელიც ნაგოია ბაშოზე მერვე მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, სუპერტურნირის მე-11 დღეს დასავლეთის მეათე მაეგაშირა მეისეი დაამარცხა. ტოჩინოშინისა და 26 წლის იაპონელის დაპირისპირება საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა. თუმცა, ტოჩინოშინმა უპირატესობა მოიპოვა და იორიკირის ილეთით იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ მეისეისთან გამარჯვებამდე ქართველ სუმოისტს ზედიზედ ორი წაგება ჰქონდა. ახლა მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინის ანგარიშზე ექვსი გამარჯვება და ხუთი მარცხია. ლევან გორგაძეს წოდებაში დაწინაურებისთვის დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან მინიმუმ ორი გამარჯვება სჭირდება.
ნაგოია ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა ნიშიკიფუჯი იქნება, რომელიც მიმდინარე სუპერტურნირზე კარგად ასპარეზობს და მის ანგარიშზე უკვე რვა გამარჯვებაა. საინტერესოა, რომ გორგაძე 25 წლის იაპონელს კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.
ყველა ახალი ამბავი
0