https://sputnik-georgia.com/20220720/soigu-mtavari-dartyma-268702317.html
მოსაზრება: შოიგუ მთავარი დარტყმის მიმართულებას განსაზღვრავს
მოსაზრება: შოიგუ მთავარი დარტყმის მიმართულებას განსაზღვრავს
Sputnik საქართველო
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მოქმედი საჯარისო დანაყოფები და ძალები შეამოწმა, შეაფასა ოპერატიული ვითარება... 20.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-20T12:27+0400
2022-07-20T12:27+0400
2022-07-20T18:05+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/14/268686996_0:0:1589:895_1920x0_80_0_0_ee1424fb4306889ed5f5974e4e6c6f6f.jpg
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მოქმედი საჯარისო დანაყოფები და ძალები შეამოწმა, შეაფასა ოპერატიული ვითარება, განსაზღვრა საშუალოვადიანი სტრატეგიული პრიორიტეტები.17-18 ივლისს შოიგუმ შეისწავლა ოპერატიული ვითარება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში საჯარისო დაჯგუფებების „იუგის“, „ცენტრის“, „ვოსტოკის“ სამეთაურო პუნქტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფის სისტემაზე. ჯარებს მისცა მითითებები – გააძლიერონ შეტევა, გამორიცხონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დონბასსა და სხვა რეგიონებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასირებული საარტილერიო დარტყმების შესაძლებლობა.დეტალები სამხედრო უწყებას არ გაუმჟღავნებია, თუმცა წინა ხაზზე მინისტრი ტყუილუბრალოდ არ ჩადის. ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის წარმატება 90 პროცენტით დამოკიდებულია დაგეგმვის, უზრუნველყოფის, ლოგისტიკის სისტემაზე. როგორც ჩანს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განისაზღვრა დონბასისა და ლუგანსკის ოლქების მიღმა მთავარი დარტყმის მიმართულება.ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი მთავარ სამიზნედ ხარკოვს მიიჩნევს. იმავე ხარისხით მოსალოდნელია ნიკოლაევისა და ოდესის გათავისუფლება. ყველაზე თამამი პროგნოზია – რუსული ჯარის ერთდროული თავდასხმა ათასკილომეტრიან რკალზე: სამხრეთით (ნიკოლაევი-ოდესა), ცენტრში (სლავიანსკი-დნეპროპეტროვსკი) და ჩრდილოეთით (ხარკოვი-სუმა-ჩერნიგოვი). აღსანიშნავია, რომ სპეცოპერაციის ფარგლებში რუსული ჯარი შეუდგა სამხედრო ამოცანების შესრულებას კურსკის და სუმის ოლქების საზღვარზე.ამასთან, კრემლმა გააფრთხილა უკრაინა შესაძლო მოლაპარაკებების პირობების ახალი რეალობის შესატყვის მნიშვნელოვან ცვლილებაზე. კიევი ჯერ კიდევ ცდილობს ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ხარკოვის ოლქების რუსეთში დაბრუნების შეჩერებას. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გავრილოვი ლონდონში პირობას დებს, რომ გაანადგურებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს „ჰარპუნებით“, დაიბრუნებს ყირიმს და დაანგრევს რუსეთს.რამშტაინ-ილუზიებიდონბასში რამდენიმე „ქვაბის“ შემდეგაც კი უკრაინელი სამხედროები კვლავ დასავლეთის მძიმე შეიარაღების მოწოდების იმედად არიან. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი დიდ იმედებს ამყარებს ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა HIMARS-ის საბრძოლო მასალის ახალ პარტიაზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც იმედოვნებს მოსალაპარაკებელი პოზიციების გაუმჯობესებას ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხების შემდეგ.კიევის სპონსორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მორიგი სხდომა 20 ივლისს გაიმართება. „რამშტაინ-4“ განსაზღვრავს უკრაინისთვის იარაღის ახალი პარტიების მოცულობასა და პრიორიტეტებს.ზელენსკის გუნდის ოპტიმიზმს კვებავს აშშ-ის რამდენიმე სენატორი, რომლებიც ითხოვენ უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე ამერიკული სისტემების, ავიაციის, მძიმე ჯავშანტექნიკისა და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების HIMARS-ის ახალი პარტიების გადაცემას.კორპორაცია Northrop Grumman-ის ხელმძღვანელი კეიტი უორდენი და იარაღის სხვა ამერიკელი მწარმოებლები მთავრობისგან ითხოვენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გეგმის დაზუსტებას, ანუ გარანტიებს. ანტირუსული სანქციები ბუმერანგივით დაუბრუნდათ უკან და ევროპელებს ენერგომატარებლებისთვის სახსრები არ ჰყოფნით.დასავლეთის დაღლა უკრაინის კონფლიქტისგან კიევს კარგს არაფერს უქადის. გერმანიაში ბუნდესტაგის დეპუტატები რუსეთთან მშვიდობის დამყარებისა და ნატოს დაშლის მოწოდებით გამოვიდნენ.რეალობასთან დაბრუნება მტკივნეული პროცესია. ხუთ თვეში რუსულმა ჯარმა გაანადგურა 4100-ზე მეტი ტანკი და ჯავშანმანქანა, 3160 საარტილერიო იარაღი, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემის 759 დანადგარი, 356 სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი, 400 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 1568 უპილოტო საფრენი აპარატი.დღეს დემილიტარიზებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სამიზნე ოდესის, კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის ოლქებში. განადგურებულია „მარჯვენა სექტორის“ 200-მდე მებრძოლი ზაპოროჟიეს ოლქში.რუსეთის ეკონომიკური მდგრადობა დასავლეთს არ აძლევს აგრესიული გეგმების რეალიზების საშუალებას პოსტსაბჭოურ სივრცეზე.უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის შემდეგ ამერიკელებსა და მათ მოკავშირეებს მოუწევთ დიდი ფასის გადახდა უგუნური მუქარებისა და განსაკუთრებულობის ილუზიებისთვის.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/14/268686996_99:0:1515:1062_1920x0_80_0_0_0fa458221cb696abfaf5204c68fb1d24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მოქმედი საჯარისო დანაყოფები და ძალები შეამოწმა, შეაფასა ოპერატიული ვითარება, განსაზღვრა საშუალოვადიანი სტრატეგიული პრიორიტეტები.
17-18 ივლისს შოიგუმ შეისწავლა ოპერატიული ვითარება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში საჯარისო დაჯგუფებების „იუგის“, „ცენტრის“, „ვოსტოკის“ სამეთაურო პუნქტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფის სისტემაზე. ჯარებს მისცა მითითებები – გააძლიერონ შეტევა, გამორიცხონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დონბასსა და სხვა რეგიონებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასირებული საარტილერიო დარტყმების შესაძლებლობა.
დეტალები სამხედრო უწყებას არ გაუმჟღავნებია, თუმცა წინა ხაზზე მინისტრი ტყუილუბრალოდ არ ჩადის. ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის წარმატება 90 პროცენტით დამოკიდებულია დაგეგმვის, უზრუნველყოფის, ლოგისტიკის სისტემაზე. როგორც ჩანს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განისაზღვრა დონბასისა და ლუგანსკის ოლქების მიღმა მთავარი დარტყმის მიმართულება.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი მთავარ სამიზნედ ხარკოვს მიიჩნევს. იმავე ხარისხით მოსალოდნელია ნიკოლაევისა და ოდესის გათავისუფლება. ყველაზე თამამი პროგნოზია – რუსული ჯარის ერთდროული თავდასხმა ათასკილომეტრიან რკალზე: სამხრეთით (ნიკოლაევი-ოდესა), ცენტრში (სლავიანსკი-დნეპროპეტროვსკი) და ჩრდილოეთით (ხარკოვი-სუმა-ჩერნიგოვი). აღსანიშნავია, რომ სპეცოპერაციის ფარგლებში რუსული ჯარი შეუდგა სამხედრო ამოცანების შესრულებას კურსკის და სუმის ოლქების საზღვარზე.
ამასთან, კრემლმა გააფრთხილა უკრაინა შესაძლო მოლაპარაკებების პირობების ახალი რეალობის შესატყვის მნიშვნელოვან ცვლილებაზე. კიევი ჯერ კიდევ ცდილობს ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ხარკოვის ოლქების რუსეთში დაბრუნების შეჩერებას. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გავრილოვი ლონდონში პირობას დებს, რომ გაანადგურებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს „ჰარპუნებით“, დაიბრუნებს ყირიმს და დაანგრევს რუსეთს.
დონბასში რამდენიმე „ქვაბის“ შემდეგაც კი უკრაინელი სამხედროები კვლავ დასავლეთის მძიმე შეიარაღების მოწოდების იმედად არიან. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი დიდ იმედებს ამყარებს ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა HIMARS-ის საბრძოლო მასალის ახალ პარტიაზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც იმედოვნებს მოსალაპარაკებელი პოზიციების გაუმჯობესებას ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხების შემდეგ.
კიევის სპონსორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მორიგი სხდომა 20 ივლისს გაიმართება. „რამშტაინ-4“ განსაზღვრავს უკრაინისთვის იარაღის ახალი პარტიების მოცულობასა და პრიორიტეტებს.
ზელენსკის გუნდის ოპტიმიზმს კვებავს აშშ-ის რამდენიმე სენატორი, რომლებიც ითხოვენ უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე ამერიკული სისტემების, ავიაციის, მძიმე ჯავშანტექნიკისა და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების HIMARS-ის ახალი პარტიების გადაცემას.
კორპორაცია Northrop Grumman-ის ხელმძღვანელი კეიტი უორდენი და იარაღის სხვა ამერიკელი მწარმოებლები მთავრობისგან ითხოვენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გეგმის დაზუსტებას, ანუ გარანტიებს. ანტირუსული სანქციები ბუმერანგივით დაუბრუნდათ უკან და ევროპელებს ენერგომატარებლებისთვის სახსრები არ ჰყოფნით.
დასავლეთის დაღლა უკრაინის კონფლიქტისგან კიევს კარგს არაფერს უქადის. გერმანიაში ბუნდესტაგის დეპუტატები რუსეთთან მშვიდობის დამყარებისა და ნატოს დაშლის მოწოდებით გამოვიდნენ.
რეალობასთან დაბრუნება მტკივნეული პროცესია. ხუთ თვეში რუსულმა ჯარმა გაანადგურა 4100-ზე მეტი ტანკი და ჯავშანმანქანა, 3160 საარტილერიო იარაღი, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემის 759 დანადგარი, 356 სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი, 400 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 1568 უპილოტო საფრენი აპარატი.
დღეს დემილიტარიზებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სამიზნე ოდესის, კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის ოლქებში. განადგურებულია „მარჯვენა სექტორის“ 200-მდე მებრძოლი ზაპოროჟიეს ოლქში.
რუსეთის ეკონომიკური მდგრადობა დასავლეთს არ აძლევს აგრესიული გეგმების რეალიზების საშუალებას პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის შემდეგ ამერიკელებსა და მათ მოკავშირეებს მოუწევთ დიდი ფასის გადახდა უგუნური მუქარებისა და განსაკუთრებულობის ილუზიებისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე